ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირს მასპინძლობს

© photo: Sputnik / vitaly An'kov / გადასვლა მედიაბანკშიჭადრაკის დაფა
ჭადრაკის დაფა - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2023
გამოწერა
საფესტივალო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის 11 ტურნირი გაიმართება. ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 50 ათას ლარს შეადგენს.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი „ნანა ალექსანდრიას თასი–2023" მიმდინარეობს.
ტურნირში 10 ქვეყნის 415 მოჭადრაკე მონაწილეობს.
საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება.
საფესტივალო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა კატეგორიის 11 ტურნირი გაიმართება. ასპარეზობის საერთო საპრიზო ფონდი 50 ათას ლარს შეადგენს.
ფესტივალის ორგანიზატორია საჭადრაკო კლუბი „ნანა“, ღონისძიება ტარდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის ბაზაზე.
ნანა ალექსანდრია სწორედ ქალაქ ფოთში დაიბადა. მალე მშობლებმა შეამჩნიეს ქალიშვილის მიდრეკილება ჭადრაკისადმი. მასთან მუშაობა ნიჭიერმა მწვრთნელმა ვახტანგ ქარსელაძემ დაიწყო.
15 წლის ასაკში ნანა ალექსანდრია საქართველოს ჩემპიონი გახდა. ორი წლის შემდეგ, 17 წლის ასაკში ნანა პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
ყველა ახალი ამბავი
0