ძლიერმა წვიმამ ქუთაისში იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა დააზიანა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2023
გამოწერა
ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო დაზიანდა იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა, რის გამოც ფილიალში სერვისების გაცემა დროებით შეფერხებულია, ნათქვამია იუსტიციის სახლის განცხადებაში.
უწყების მომსახურებით სარგებლობის მსურველებისთვის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია მობილური იუსტიციის სახლები, საიდანაც შესაძლებელი იქნება მზა დოკუმენტების მიღება და განაცხადის ჩაბარება. გარდა ამისა, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ იუსტიციის სახლის ფილიალებს ხონში, გეგუთსა და წყალტუბოში.

„ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ფილიალის მუშაობის აღდგენის შესახებ ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ გვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის", – ნათქვამია განცხადებაში.

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ სხვა პრობლემებიც შექმნა. გვიან ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა სახლების პირველი სართულები. განსაკუთრებით დაზარალდა წერეთლის ქუჩის მოსახლეობა – დაზიანდა ტექნიკა, ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები.
წყალმა პრობლემები შექმნა სხვა ქუჩებზეც. დაიტბორა გზები და ტროტუარები.
ყველა ახალი ამბავი
0