https://sputnik-georgia.com/20230717/-------279620486.html
საქართველოში შემოდგომიდან შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობები ფართოვდება
საქართველოში შემოდგომიდან შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობები ფართოვდება
Sputnik საქართველო
საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით. 17.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-17T09:50+0400
2023-07-17T09:50+0400
2023-07-17T16:40+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273251628_0:0:3138:1765_1920x0_80_0_0_a14b0dfe99584ee575e4433b9a4c3a5c.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება ორი გზით იქნება შესაძლებელი.„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 1 სექტემბრიდან შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით მიგრანტებზე, ისე იმ უცხოელებზე, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.შრომითი მიგრანტი არის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც შრომით ურთიერთობაში შედის ადგილობრივ დამსაქმებელთან.ორივე შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში მუშაობის ან სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი ან შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, ან თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე. საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/14/273251628_409:0:3138:2047_1920x0_80_0_0_afc336c30ed80c36e7eb5689d7bc0cf2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში შემოდგომიდან შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობები ფართოვდება
09:50 17.07.2023 (განახლებულია: 16:40 17.07.2023) საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის მიღება ორი გზით იქნება შესაძლებელი.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 1 სექტემბრიდან შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა როგორც ჯანდაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ შრომით მიგრანტებზე, ისე იმ უცხოელებზე, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან.
შრომითი მიგრანტი არის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც შრომით ურთიერთობაში შედის ადგილობრივ დამსაქმებელთან.
ორივე შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოში მუშაობის ან სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი ან შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, ან თუ ის დასაქმებულია ისეთ კომპანიაში, რომელსაც აქვს არანაკლებ 50 ათასი ლარის ბრუნვა ერთ დასაქმებულ უცხოელზე.
საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა ექვსი თვიდან ერთ წლამდე ვადით.