https://sputnik-georgia.com/20230717/---------279643145.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
Sputnik საქართველო
ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 17.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-17T20:30+0400
2023-07-17T20:30+0400
2023-08-21T11:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280226492_100:195:1246:839_1920x0_80_0_0_c32e8f257ffff7344fdaf3d32df09d81.jpg
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცნობილი ქართველი მოცეკვავის ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.ომარ მხეიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში 1935 წლის 25 აპრილს დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი).1954 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები: ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), რომლის რიგებში 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე. არის კინოკომპანია „ჯიმ შვანთეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.სიცოცხლის მანძილზე მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო და წოდება, მათ შორის: „წლის ადამიანი" (გაზეთი „რაეო", 2005 წელი), „ქართული კულტურის რაინდი“ (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), „საუკუნის მოცეკვავე“ (საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვეწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014), „ქართული კულტურის ამაგდარი“ (საქართველოს კულტურის სამინისტრო, 2015 წელი), „საქართველოს დამსახურებული მოცეკვავე“ (2016 წელი), საპატიო სიგელი „სახალხო სიყვარული“, როგორც ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა (საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია“, 2014).თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე.2011 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ომარ მხეიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280226492_197:187:1085:853_1920x0_80_0_0_6eeb61ce60fa0c79f26502d0cdd5eb09.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
20:30 17.07.2023 (განახლებულია: 11:49 21.08.2023) ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცნობილი ქართველი მოცეკვავის ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
ცნობილი ქართველი მოცეკვავე ომარ მხეიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ლეგენდარული მოცეკვავის ომარ მხეიძის გარდაცვალების გამო. ბატონი ომარი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქართული ფოლკლორის განვითარებასა და პოპულარიზაციას; მისმა შემოქმედებამ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს გააცნო საქართველო, როგორც უძველესი და თვითმყოფადი კულტურის ქვეყანა, ხოლო საკუთარ სამშობლოში ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მოუტანა“, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.
ომარ მხეიძე ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში 1935 წლის 25 აპრილს დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი (ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი).
1954 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები: ნინო რამიშვილი, ილიკო სუხიშვილი), რომლის რიგებში 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე. არის კინოკომპანია „ჯიმ შვანთეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი.
სიცოცხლის მანძილზე მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო და წოდება, მათ შორის: „წლის ადამიანი" (გაზეთი „რაეო", 2005 წელი), „ქართული კულტურის რაინდი“ (საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი, 2013), „საუკუნის მოცეკვავე“ (საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვეწეთა შემოქმედებითი კავშირი, 2014), „ქართული კულტურის ამაგდარი“ (საქართველოს კულტურის სამინისტრო, 2015 წელი), „საქართველოს დამსახურებული მოცეკვავე“ (2016 წელი), საპატიო სიგელი „სახალხო სიყვარული“, როგორც ორი საუკუნის ქართული ცეკვის ლეგენდა (საერთაშორისო ორგანიზაცია „სახალხო დიპლომატია“, 2014).
თბილისისა და ბათუმის საპატიო მოქალაქე.
2011 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ომარ მხეიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.