https://sputnik-georgia.com/20230717/----------279644354.html
რამდენი ტურისტი შემოვიდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი მონაცემები
რამდენი ტურისტი შემოვიდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს თურქეთის მოქალაქეებმა – 582,5 ათასი, რაც 2022 წელთან შედარებით ორჯერ მეტია. 17.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-17T21:45+0400
2023-07-17T21:45+0400
2023-07-17T23:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252178430_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_5861f0d4abc5e32847d0962e60da852b.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის ექვს თვეში 2,8 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75,9%-ია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.საქართველომ იანვარ-ივნისში 2019 წლის მაჩვენებლები 74%-ით აღადგინა.ვიზიტების საერთო რიცხვიდან 1,9 მლნ ტურისტული იყო, რაც გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 59,6%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 90,8%-ით აღდგა.ლიდერი ქვეყნები საქართველოში ვიზიტების მიხედვით2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს თურქეთის მოქალაქეებმა – 582,5 ათასი, რაც 2022 წელთან შედარებით ორჯერ მეტია და 16,6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის პირველ ნახევარში იყო.რა გზით შემოდიან ტურისტებისაქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 68,1% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია, მესამეზე – „სადახლოს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (31,1%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 518 ათასმა ტურისტმა ისარგებლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252178430_305:0:2972:2000_1920x0_80_0_0_2b28d27bbcfa23e1b4bc0a22bb394c14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
რამდენი ტურისტი შემოვიდა საქართველოში წლის დასაწყისიდან - ახალი მონაცემები
21:45 17.07.2023 (განახლებულია: 23:07 17.07.2023) 2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს თურქეთის მოქალაქეებმა – 582,5 ათასი, რაც 2022 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის ექვს თვეში 2,8 მლნ საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75,9%-ია, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველომ იანვარ-ივნისში 2019 წლის მაჩვენებლები 74%-ით აღადგინა.
ვიზიტების საერთო რიცხვიდან 1,9 მლნ ტურისტული იყო, რაც გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 59,6%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 90,8%-ით აღდგა.
ლიდერი ქვეყნები საქართველოში ვიზიტების მიხედვით
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს თურქეთის მოქალაქეებმა – 582,5 ათასი, რაც 2022 წელთან შედარებით ორჯერ მეტია და 16,6%-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის პირველ ნახევარში იყო.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით 2023 წლის იანვარ-ივნისში
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა, % |
თურქეთი | 582,5 | 122,2 |
რუსეთი | 577,6 | 133,7 |
სომხეთი | 397,1 | 102,8 |
ისრაელი | 106,5 | 26,0 |
აზერბაიჯანი | 85,8 | 29,2 |
რა გზით შემოდიან ტურისტები
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 68,1% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია, მესამეზე – „სადახლოს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (31,1%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 518 ათასმა ტურისტმა ისარგებლა.