https://sputnik-georgia.com/20230716/-----30----279610691.html
„ვალენსია“ მზად არის მამარდაშვილი 30 მლნ ევროს სანაცვლოდ დათმოს
„ვალენსია“ მზად არის მამარდაშვილი 30 მლნ ევროს სანაცვლოდ დათმოს
Sputnik საქართველო
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მამარდაშვილი გადავიდეს მიუნხენის „ბავარიაში“, სადაც მეკარეების საკითხი ძალიან აქტუალურია 16.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-16T11:40+0400
2023-07-16T11:40+0400
2023-07-16T13:03+0400
ახალი ამბები
სპორტი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258874798_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_02e260277f3e4029e4d1f2c9f3fbd188.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ესპანური საფეხბურთო კლუბი „ვალენსია" მზადაა გაყიდოს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი - კლუბმა გოლკიპერის ტრანსფერი 30 მილიონ ევროდ შეაფასა, იტყობინება პორტალი fcbinside.გამოცემის ცნობით, შესაძლოა მამარდაშვილი მიუნხენის „ბავარიაში“ გადავიდეს, სადაც მეკარეების საკითხი ძალიან აქტუალურია, ვინაიდან კლუბის დატოვება იან ზომერს და ალექსანდრ ნუბელს სურთ.fcbinside-ის ცნობით, „ბავარია“მამარდაშვილს ამ მეკარეების ალტერნატივად განიხილავს და ის სატრანსფერო სიის სათავეშია.მამარდაშვილი „რეალისა" და „ვალენსიის" შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს >>>2021 წლის 7 ივნისს გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდში ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) გადავიდა, მაგრამ ქართველმა კლუბის მენეჯერზე, ხოსე ბორდალასზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს დაეხმარა მას კლუბის ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებაში. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.სეზონის ბოლოს „ვალენსიამ“ ადგილი ლა ლიგაში შეინარჩუნა და 38 მატჩში 42 ქულა მოაგროვა. მადრიდის „რეალთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ (1:0) გუნდს უმაღლეს დივიზიონში დარჩენაში დაეხმარა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა მეკარემ შეიტანა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/1c/258874798_341:263:2721:2048_1920x0_80_0_0_2243f523edb39ab8d4954a4c31481799.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
ახალი ამბები, სპორტი, საქართველო
„ვალენსია“ მზად არის მამარდაშვილი 30 მლნ ევროს სანაცვლოდ დათმოს
11:40 16.07.2023 (განახლებულია: 13:03 16.07.2023) მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, მამარდაშვილი გადავიდეს მიუნხენის „ბავარიაში“, სადაც მეკარეების საკითხი ძალიან აქტუალურია
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ესპანური საფეხბურთო კლუბი „ვალენსია" მზადაა გაყიდოს საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი - კლუბმა გოლკიპერის ტრანსფერი 30 მილიონ ევროდ შეაფასა, იტყობინება პორტალი fcbinside.
გამოცემის ცნობით, შესაძლოა მამარდაშვილი მიუნხენის „ბავარიაში“ გადავიდეს, სადაც მეკარეების საკითხი ძალიან აქტუალურია, ვინაიდან კლუბის დატოვება იან ზომერს და ალექსანდრ ნუბელს სურთ.
fcbinside-ის ცნობით, „ბავარია“მამარდაშვილს ამ მეკარეების ალტერნატივად განიხილავს და ის სატრანსფერო სიის სათავეშია.
2021 წლის 7 ივნისს გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიის“ სარეზერვო გუნდში ერთწლიანი იჯარით (გამოსყიდვის უფლებით) გადავიდა, მაგრამ ქართველმა კლუბის მენეჯერზე, ხოსე ბორდალასზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს დაეხმარა მას კლუბის ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებაში. ამის შემდეგ „ვალენსიამ“ ქართველი ლეგიონერის კონტრაქტი გამოისყიდა.
სეზონის ბოლოს „ვალენსიამ“ ადგილი ლა ლიგაში შეინარჩუნა და 38 მატჩში 42 ქულა მოაგროვა. მადრიდის „რეალთან" მოპოვებულმა გამარჯვებამ (1:0) გუნდს უმაღლეს დივიზიონში დარჩენაში დაეხმარა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ქართველმა მეკარემ შეიტანა.