https://sputnik-georgia.com/20230716/--------279610116.html
„ღვინის სოფელი“ თბილისში გურულ და მეგრულ ღვინოს წარადგენს
„ღვინის სოფელი“ თბილისში გურულ და მეგრულ ღვინოს წარადგენს
Sputnik საქართველო
ფესტივალის მთავარი იდეა რეგიონებში ღვინის ტურიზმის განვითარებაა და ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაა 16.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-16T11:00+0400
2023-07-16T11:00+0400
2023-07-16T11:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ქართული ღვინო
სამეგრელო
გურია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2501:1407_1920x0_80_0_0_605253b68a55073bdd6cfcb9f51ecf10.jpg
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ფესტივალი „ღვინის სოფელი“, სადაც იქნება წარმოდგენილი ღვინო გურიიდან და სამეგრელოდან, 22 ივლისს, „8000 მოსავალში“ გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.ფესტივალი „ღვინის სოფლის“ მთავარი იდეა რეგიონებში ღვინის ტურიზმის განვითარება, ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) მხარდაჭერით ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტს მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანი იყო და ამჯერად იგი სამეგრელოსა და გურიის რეგიონებს მოიცავდა. პროექტი გულისხმობდა ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.„ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი უამრავი კომპანია და მარანი გურიიდან და სამეგრელოდან. ღონისძიება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.
საქართველო
სამეგრელო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/12/268641602_0:0:2055:1541_1920x0_80_0_0_91a229ca5351c8ce48dc9c9d8a4763c7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ქართული ღვინო, სამეგრელო , გურია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ქართული ღვინო, სამეგრელო , გურია
„ღვინის სოფელი“ თბილისში გურულ და მეგრულ ღვინოს წარადგენს
ფესტივალის მთავარი იდეა რეგიონებში ღვინის ტურიზმის განვითარებაა და ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაა
თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ფესტივალი „ღვინის სოფელი“, სადაც იქნება წარმოდგენილი ღვინო გურიიდან და სამეგრელოდან, 22 ივლისს, „8000 მოსავალში“ გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალი „ღვინის სოფლის“ მთავარი იდეა რეგიონებში ღვინის ტურიზმის განვითარება, ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) მხარდაჭერით ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტს მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტი ერთწლიანი იყო და ამჯერად იგი სამეგრელოსა და გურიის რეგიონებს მოიცავდა. პროექტი გულისხმობდა ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონე სოფლებში მევენახე-მეღვინეებისა და დამწყები მცირე და საშუალო მარნების მოძიებასა და მათთვის საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარებას.
„ღვინის კლუბის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი უამრავი კომპანია და მარანი გურიიდან და სამეგრელოდან. ღონისძიება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.