https://sputnik-georgia.com/20230716/----------279609688.html
აშშ-ის მსახიობთა გილდიამ მასშტაბური გაფიცვა დაიწყო: რა ხდება ჰოლივუდში
აშშ-ის მსახიობთა გილდიამ მასშტაბური გაფიცვა დაიწყო: რა ხდება ჰოლივუდში
Sputnik საქართველო
ამერიკული კინოს მსახიობთა გილდიამ მსხვილი გაფიცვის დაწყების შესახებ განაცხადა - ბევრი კინოპროექტი უკვე გაჩერებულია 16.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-16T10:20+0400
2023-07-16T10:20+0400
2023-07-16T10:20+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0c/252005252_542:430:2628:1603_1920x0_80_0_0_075ed647ce296393133b5f994cdf7fc2.jpg
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ლოს-ანჯელესში დაიწყო შეერთებული შტატების კინომსახიობთა გილდიისა და ტელევიზიისა და რადიოს არტისტების ფედერაციის ფართომასშტაბიანი გაფიცვა, რომლის მონაწილეები მოითხოვენ სტუდიებისგან ხელფასების გაზრდას და კონტრაქტების გადახედვას სტრიმინგის განვითარების გათვალისწინებით.გაფიცვის მიზეზი ის არის, რომ შეერთებული შტატების კინომსახიობთა გილდიამ და ტელევიზიისა და რადიოს არტისტთა ფედერაციამ (SAG-AFTRA) კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა ალიანსთან (AMPTP) სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწია, განაცხადა პროფკავშირმა.გაფიცვა დაიწყო 13-14 ივლისის ღამეს და, პროფკავშირის ცნობით, მასში მონაწილეობენ მსახიობები და თანამშრომლები ისეთი მედიაკომპანიებიდან, როგორიცაა Amazon, Disney, Fox, Netflix, Paramount, Sony, Universal, Warner Bros. და სხვა.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატომური ბომბის შემქმნელის, რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ ფილმ „ოპენჰაიმერის" ვარსკვლავებმა ლონდონში პრემიერული ჩვენება დატოვეს, როდესაც გაფიცვის დაწყების შესახებ შეიტყვეს.ჰოლივუდის ცნობილი სახეებიდან კი ამ ფილმში არიან გადაღებული კილიან მერფი, ემილი ბლანტი, მეტ დეიმონი, რობერტ დაუნი უმცროსი. ისინი საზოგადოების წინაშე წითელ ხალიჩაზე გამოჩდნენ, თუმცა შემდეგ ღონისძიება დატოვეს.სხვათა შორის, იმ კინოპროექტებს შორის, რომელთა წარმოება ან უკვე გადაიდო, ან გაფიცვის შედეგად შეწყდება, არის შემდეგი ფილმები და სერიები:კინომსახიობთა გილდიის მოთხოვნებიმომიტინგეები ითხოვენ ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის მინიმალური ხელფასის გაზრდას, სოციალურ გარანტიებს და უფლებების დაცვას ხელოვნური ინტელექტის მზარდი პოპულარობისა და შესაძლებლობების ფონზე.მოთხოვნების სიაში ასევე შედის ჰონორარები ჩვენებებიდან სტრიმინგ სერვისებზე და საკუთარ გამოსახულებებზე უფლებების გარანტიები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი კონტენტის შესაქმნელად იყენებს.კერძოდ, გაფიცვას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორებიც არიან ჯენიფერ ლოურენსი და მერილ სტრიპი.მაისში, კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა ალიანსთან მოლაპარაკებების აშკარა ჩაშლის შემდეგ, პროტესტი დაიწყო ამერიკის სცენარისტთა გილდიამ (11,5 ათასზე მეტი ავტორი), რომლებიც ქმნიან კონტენტს ჰოლივუდის ფილმებისთვის, სერიებისთვის და გასართობი შოუებისთვის.ასე რომ, დღემდე მიმდინარე გაფიცვის გამო გადაიდო სერიალის „უცნაური ამბები“ (Stranger Things) მეხუთე და ბოლო სეზონის გადაღება, შეჩერდა ამერიკული სერიალის „სამეფო ტახტის თამაშების" პრიქველისა და მრავალი სხვა პროექტის სცენარის დაწერა.აღსანიშნავია, რომ მსგავსი „ორმაგი“ გაფიცვა ამერიკის კინოინდუსტრიაში ბოლოს 1960 წელს მოხდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0c/252005252_119:0:2850:2048_1920x0_80_0_0_7972607883a66bdd9ccac3833086bc4d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, აშშ
აშშ-ის მსახიობთა გილდიამ მასშტაბური გაფიცვა დაიწყო: რა ხდება ჰოლივუდში
ამერიკული კინოს მსახიობთა გილდიამ მსხვილი გაფიცვის დაწყების შესახებ განაცხადა - ბევრი კინოპროექტი უკვე გაჩერებულია
თბილისი, 16 ივლისი – Sputnik. ლოს-ანჯელესში დაიწყო შეერთებული შტატების კინომსახიობთა გილდიისა და ტელევიზიისა და რადიოს არტისტების ფედერაციის ფართომასშტაბიანი გაფიცვა, რომლის მონაწილეები მოითხოვენ სტუდიებისგან ხელფასების გაზრდას და კონტრაქტების გადახედვას სტრიმინგის განვითარების გათვალისწინებით.
გაფიცვის მიზეზი ის არის, რომ შეერთებული შტატების კინომსახიობთა გილდიამ და ტელევიზიისა და რადიოს არტისტთა ფედერაციამ (SAG-AFTRA) კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა ალიანსთან (AMPTP) სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწია, განაცხადა პროფკავშირმა.
„SAG-AFTRA კეთილსინდისიერად აწარმოებდა მოლაპარაკებას AMPTP-თან. ჩვენ ვაცხადებდით, რომ გვჭირდებოდა ახალი კონტრაქტი, რომელიც გაითვალისწინებდა აქტუალურ პრობლემებს. მათ ჩვეულ რეჟიმში უარით გვიპასუხეს. <...> ჩვენს კარიერებს ახლა საფრთხე ემუქრება, ამიტომაც გავიფიცეთ“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.
გაფიცვა დაიწყო 13-14 ივლისის ღამეს და, პროფკავშირის ცნობით, მასში მონაწილეობენ მსახიობები და თანამშრომლები ისეთი მედიაკომპანიებიდან, როგორიცაა Amazon, Disney, Fox, Netflix, Paramount, Sony, Universal, Warner Bros. და სხვა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატომური ბომბის შემქმნელის, რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ ფილმ „ოპენჰაიმერის" ვარსკვლავებმა ლონდონში პრემიერული ჩვენება დატოვეს, როდესაც გაფიცვის დაწყების შესახებ შეიტყვეს.
ჰოლივუდის ცნობილი სახეებიდან კი ამ ფილმში არიან გადაღებული კილიან მერფი, ემილი ბლანტი, მეტ დეიმონი, რობერტ დაუნი უმცროსი. ისინი საზოგადოების წინაშე წითელ ხალიჩაზე გამოჩდნენ, თუმცა შემდეგ ღონისძიება დატოვეს.
სხვათა შორის, იმ კინოპროექტებს შორის, რომელთა წარმოება ან უკვე გადაიდო, ან გაფიცვის შედეგად შეწყდება, არის შემდეგი ფილმები და სერიები:
კინომსახიობთა გილდიის მოთხოვნები
მომიტინგეები ითხოვენ ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის მინიმალური ხელფასის გაზრდას, სოციალურ გარანტიებს და უფლებების დაცვას ხელოვნური ინტელექტის მზარდი პოპულარობისა და შესაძლებლობების ფონზე.
მოთხოვნების სიაში ასევე შედის ჰონორარები ჩვენებებიდან სტრიმინგ სერვისებზე და საკუთარ გამოსახულებებზე უფლებების გარანტიები, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი კონტენტის შესაქმნელად იყენებს.
კერძოდ, გაფიცვას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორებიც არიან ჯენიფერ ლოურენსი და მერილ სტრიპი.
მაისში, კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერთა ალიანსთან მოლაპარაკებების აშკარა ჩაშლის შემდეგ, პროტესტი დაიწყო ამერიკის სცენარისტთა გილდიამ (11,5 ათასზე მეტი ავტორი), რომლებიც ქმნიან კონტენტს ჰოლივუდის ფილმებისთვის, სერიებისთვის და გასართობი შოუებისთვის.
ასე რომ, დღემდე მიმდინარე გაფიცვის გამო გადაიდო სერიალის „უცნაური ამბები“ (Stranger Things) მეხუთე და ბოლო სეზონის გადაღება, შეჩერდა ამერიკული სერიალის „სამეფო ტახტის თამაშების" პრიქველისა და მრავალი სხვა პროექტის სცენარის დაწერა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი „ორმაგი“ გაფიცვა ამერიკის კინოინდუსტრიაში ბოლოს 1960 წელს მოხდა.