მასობრივი ჩხუბი ვერაზე: არიან დაკავებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის თანამშრომლები
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2023
გამოწერა
არსებული ინფორმაციით, ჩხუბში ჩართული პირები ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. პარასკევს ღამით თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე მომხდარი მასობრივი ჩხუბი რამდენიმე ადამიანის დაკავებით დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ვერაზე 50-მდე პირი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად გუშინ გვიან ღამით დაუპირისპირდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, რამდენიმე პირი ერთმანეთს ბლაგვ საგნებსა და ბოთლებსაც ესროდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ხუთზე მეტი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ისინი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია - არსებული ინფორმაციით, ჩხუბში ჩართული პირები ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ
ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერებიც.
ყველა ახალი ამბავი
0