საქართველოში იწყება ფესტივალი „მთის დღეები“
12:27 15.07.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023)
CC BY-SA 2.0 / Andrzej Wójtowicz / Mutsoმუცო. ციხე სიმაგრის ნანგრევები
გამოწერა
ღონისძიებები კახეთის, რაჭის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სვანეთისა და გურიის მთიანეთში გაიმართება.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოში 15 ივლისს რიგით მეორე ფესტივალი „მთის დღეები“ იწყება.
მთის ხალხის ყოველდღიურობა და ტრადიციები, განსაკუთრებული სტუმარმასპინძლობა, სამზარეულო, ლეგენდები, ცეკვა და სიმღერა, ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც ორგანიზატორები ფესტივალის სტუმრებს შესთავაზებენ.
ღონისძიებები კახეთის, რაჭის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, სვანეთისა და გურიის მთიანეთში გაიმართება. თითოეულ რეგიონში დაანონსებულია ღონისძიებები, რომლებიც გასტრონომიულ, კულტურულ და საგანმანათლებლო კომპონენტებს მოიცავს.
სტუმრები გაეცნობიან მთის ხინკლის ისტორიას, ასევე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე. სტუმრები დაესწრებიან ქსოვისა და რეწვის გაკვეთილებს.
მთელი დღის განმავლობაში ცნობილი შეფები, ადგილობრივ მზარეულებთან ერთად, მოამზადებენ სხვადასხვა კერძს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. დღე კი ცნობილი მომღერლების კონცერტით დასრულდება.
ფესტივალი ერთ კვირაში, 22 ივლისს გაგრძელდება.
ფესტივალის პროგრამა
15 ივლისი
კახეთი, თუშეთი, ომალო
© photo: Cultural Heritage of Georgia / FBომალო. კესელოს ციხე
ომალო. კესელოს ციხე
14:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
15:00 – თუშური დოღი
15:00 – ეთნოგრაფიული-შემეცნებითი კუთხე კოლეჯი „აისი“
15:00 – რეწვის მასტერკლასი
16:30 - გასართობი თამაშები: განძის ძიება, სახეზე ხატვა, მჭედლის კვესტი „კატაპულტი“
16:00 – თუშური დოღის დაჯილდოება
16:30 – მეცხვარეების დაჯილდოება
16:30 – შეფ ია ძაგანიას თანამედროვე თუშური კერძების დეგუსტაცია
16:30 – მასტერ-შეფის გამარჯვებულის, რუსო დაუშვილის კერძების დეგუსტაცია
16:30 – მასტერ-შეფის გამარჯვებულის, ნინო ვარშანიძის კერძების დეგუსტაცია
16:30 – ადგილობრივი ოჯახების ტრადიციული კერძების დეგუსტაცია
17:00 – ანსამბლი „გორდელა“
18:00 – ოჩოს ქოხი
20:00 – სიმღერა კოცონთან, ანსამბლი „რანინა“
სამეგრელო
სოფელი გორდა, დადიანების დაცული ტყე-პარკი, 15 ივლისი
© photo: Sputnik / Alexander Imedashviliფხალის ასორტი
ფხალის ასორტი
© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
14:00 დღის განმავლობაში Dj მეტრეველი
14:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00 ადგილობრივი კულინარიის გაკვეთილები/დეგუსტაცია
14:00 კულინარიულ აქტივობებს გააფორმებს ადგილობრივი ფოლკი
14:30 შეფ მიშა ავსაჯანიშვილის კერძების დეგუსტაცია
14:30 შეფ თორღვა გოგოჭურის კერძების დეგუსტაცია
16:30 ადგილობრივი მზარეულების კერძების დეგუსტაცია
14:00 სხვადასხვა გასართობი თამაში, ველოტური, ზიპლაინი, მოლაშქრეების მასტერკლასი, მთაში პირველადი დახმარების სახალისო მასტერკლასები, სახალისო შეჯიბრებები
17:30 დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“
18:00 ანსამბლი „ჩვენებურები“
19:00 New One
20:30 სიმღერა კოცონთან – ანსამბლი „თბილისური კვარტეტი“
რაჭა, შოვი 15 ივლისი
© photo: Sputnikრაჭა
რაჭა
© photo: Sputnik
9:00 - 14:00 ოფროუდის შეჯიბრი
14:00 - 20:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00 - 20:00 ანიმატორების გასართობი შოუ და საბავშვო აქტივობები
14:00 - 19:00 ცხენებით გასეირნება
14:00 - 17:00 დიჯეი Levi Love Disco
15:00 შეფ ლევან კობიაშვილის მასტერკლასი
15:30 შეფ დიმიტრი შარაშიძის მასტერკლასი
14:00 - 20:00 ადგილობრივი მზარეულების მასტერკლასი /კულინარიული ფესტივალი
14:00 - 22:00 ბარი – „ფოსტა“
16:00 დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“
16:30 ოფროუდის გამარჯვებულების დაჯილდოება
17:00 ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი
18:00 მარიამ გალოგრე, ნინია სილიანი, ნოდარიკო ხუციშვილი
19:00 სანდრო ნიკოლაძის ჯემ-სესია
20:00 მთხრობელი კოცონთან: ნიკა წულუკიძე
20:30 სიმღერა კოცონთან: გელა დონაძე და კვარტეტი
22 ივლისი
მესტია, ზარგაში
© photo: Sputnikმესტია
მესტია
© photo: Sputnik
14:00 – ღონისძიების გახსნა – წამყვანი ანა კოშაძე
14:00-18:00 – ფონური მუსიკა DJ
14:00-19:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
მასტერკლასები: მთის ყვავილებით გვირგვინების დამზადება; სვანური ქუდების დამზადება; გობელინის დამზადება, დაწნული კალათების დამზადება.
სხვადასხვა სპორტული გასართობი აქტივობა: ჭიდაობა, მშვილდოსნობა, ფრენბურთი, ბადმინტონი, ცხენების ტური და აშ.
14:30 - 17:30 – ბრენდ შეფი – კონსტანტინე თედელურის კერძების დეგუსტაცია; შეფ გიგი აფციაურის კერძების დეგუსტაცია; ადგილობრივი მზარეულის მიერ დამზადებული ტრადიციული კერძების დეგუსტაცია
16:00 – დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“
18:00-19:30 – ანსამბლი „ქართული ხმები“ და ბენდი
19:35 - 20:00 – ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი – „სუხიშვილები“
20:00 – კოცონის დანთება
20:00 – 22:00 – „მთის ამბები“ – მთხრობელი ვახტანგ ფილფანი
სიმღერა კოცონთან – „ჩვენი კვარტეტი“ და ნეკა სებისკვერაძე
ყაზბეგი
14:00 - 18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია
14:00 - 18:00 სახალისო და სპორტული აქტივობები: ცხენით სეირნობა, გვირგვინების მასტერკლასი, ხატვის მასტერკლასი, ლუდის პინგპონგი და ა.შ.
15:00 - 15:45 ადგილობრივი ლუდის ხარშვის და ხინკლის მასტერკლასი
15:45 - 16:45 შეფ ია ძაგანიას კერძების დეგუსტაცია
16:45-17:45 შეფ დიმუ მენაბდეს კერძების დეგუსტაცია.
17:45 - 18:00 დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“
18:00 - 19:00 ზუკა ხუციშვილი და ბენდი
19:00 - 20:00 თამადა
20:00 - 21:00 სიმღერა კოცონთან „ჰერიო“
მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებას გაუძღვება ტელეწამყვანი ეკატერინე ფანგანი.
„მთის დღე ბახმარო“
22.07.2023
ღონისძიების ადგილი: ბახმაროს პარკი
14:00 – 20:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
14:00 – 17:00 – ფლორისტების მასტერკლასი
14:00 – 14:30 ტრიო „აპრილია“
15:30 – 16:00 ტრადიციული დოღი
16:00 – 20:00 ახალგაზრდული სპორტული თამაშები – ორდროშობანა, კვესტ-თამაში, ჯენგა, მძიმე თოკები, ბალანსი, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი
16:30 – 17:30 ცნობილი მზარეულების, ესმა კუნჭულიასა და ავთო ცეცხლაძის მასტერკლასი; კერძების დეგუსტაცია
19:00-19:30 დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2023“
19:30 – 20:30 ჯგუფი „ბანი“
20:30 – 21:30 ჯგუფი „რეგიონი“
21:30 -22:00 კოცონი – ტრიო „აპრილია“