https://sputnik-georgia.com/20230715/--------tkeshi--279579160.html
მუსიკისა და ბუნების სინთეზი: კოჯრის ტყეში ქართული ფესტივალი TKESHI იხსნება
მუსიკისა და ბუნების სინთეზი: კოჯრის ტყეში ქართული ფესტივალი TKESHI იხსნება
Sputnik საქართველო
მუსიკის გარდა, ფესტივალზე ჩატარდება დისკუსიები არტისტებთან, მასტერ-კლასები, პერფორმანსები, შოუები და სხვ. 15.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-15T11:40+0400
2023-07-15T11:40+0400
2023-07-15T11:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24790/75/247907515_22:505:1079:1100_1920x0_80_0_0_856b274d882ada41c57b166eba18b69d.jpg
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. კოჯრის ფიჭვნარში, ღია ცის ქვეშ 15-დან 29 ივლისამდე მუსიკალური ფესტივალი TKESHI ათობით უცხოელ და ადგილობრივ არტისტს გააერთიანებს.ფესტივალის მიზანია - ურბანული ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა და შთაგონების ძიება იქ, საიდანაც იწყება ადამიანების ისტორია, აცხადებენ ორგანიზატორები.ფესტივალი სტუმრებს შესთავაზებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი არტისტების გამოსვლებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ მრავალფეროვან აუდიოვიზუალურ გამოცდილებას გაუზიარებენ ფართო აუდიტორიას.ფესტივალის სტუმრებს ელის აუდიო-ვიდეო ინსტალაციები და პერფორმანსები ისეთი არტისტებისგან, როგორებიცაა იაპონელი არტისტი ბერლინიდან რიოიტი კუროკავა, ელექტრონული მუსიკის გერმანელი შემსრულებელი Amelie Duchow, საერთაშორისო არტისტების ერთობლივი პროექტი WHITE BALANCE და სხვ.ძირითად პროგრამასთან ერთად, ივლისის მეორე ნახევარი ფესტივალის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობას მიეძღვნება. იგეგმება დისკუსიები არტისტებთან, მასტერ-კლასები, პერფორმანსები, შოუები და სხვ.კოჯრის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სპეციალური საფესტივალო ავტობუსებით, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ივლიან კუს ტბის ტერიტორიიდან და გიორგი ლეონიძის ქუჩიდან.ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24790/75/247907515_68:473:904:1100_1920x0_80_0_0_aed3dfce0d2399d2c4640fa82735c5aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს
მუსიკისა და ბუნების სინთეზი: კოჯრის ტყეში ქართული ფესტივალი TKESHI იხსნება
მუსიკის გარდა, ფესტივალზე ჩატარდება დისკუსიები არტისტებთან, მასტერ-კლასები, პერფორმანსები, შოუები და სხვ.
თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. კოჯრის ფიჭვნარში, ღია ცის ქვეშ 15-დან 29 ივლისამდე მუსიკალური ფესტივალი TKESHI ათობით უცხოელ და ადგილობრივ არტისტს გააერთიანებს.
ფესტივალის მიზანია - ურბანული ყოველდღიურობისგან თავის დაღწევა და შთაგონების ძიება იქ, საიდანაც იწყება ადამიანების ისტორია, აცხადებენ ორგანიზატორები.
ფესტივალი სტუმრებს შესთავაზებს როგორც ქართველი, ისე უცხოელი არტისტების გამოსვლებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ მრავალფეროვან აუდიოვიზუალურ გამოცდილებას გაუზიარებენ ფართო აუდიტორიას.
ფესტივალის სტუმრებს ელის აუდიო-ვიდეო ინსტალაციები და პერფორმანსები ისეთი არტისტებისგან, როგორებიცაა იაპონელი არტისტი ბერლინიდან რიოიტი კუროკავა, ელექტრონული მუსიკის გერმანელი შემსრულებელი Amelie Duchow, საერთაშორისო არტისტების ერთობლივი პროექტი WHITE BALANCE და სხვ.
„TKESHI ქართველი და უცხოელი არტისტების ერთობლივი ნამუშევრებით, audio-visual live პერფორმანსების და immersive ინსტალაციების დახმარებით ახალი ენერგიებით და შთაბეჭდილებებით შეავსებს ჯადოსნურ ტყეს“, - პირდებიან ორგანიზატორები სტუმრებს.
ძირითად პროგრამასთან ერთად, ივლისის მეორე ნახევარი ფესტივალის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობას მიეძღვნება. იგეგმება დისკუსიები არტისტებთან, მასტერ-კლასები, პერფორმანსები, შოუები და სხვ.
კოჯრის ფიჭვნარის ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება სპეციალური საფესტივალო ავტობუსებით, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ივლიან კუს ტბის ტერიტორიიდან და გიორგი ლეონიძის ქუჩიდან.
ფესტივალის დეტალური პროგრამა იხილეთ
აქ.