https://sputnik-georgia.com/20230715/--------279584645.html
უეფამ ღარიბაშვილს ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა
უეფამ ღარიბაშვილს ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა
Sputnik საქართველო
საფეხბურთო ჩემპიონატმა (U-21) საქართველოსა და რუმინეთში მაყურებლის მხრივ რეკორდი დაამყარა 15.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-15T14:45+0400
2023-07-15T14:45+0400
2023-07-15T14:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
უეფა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279072946_0:174:1280:894_1920x0_80_0_0_9697acd01e0e290347d4ec79a3542f86.jpg
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ფეხბურთში უეფას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე მაღალი დასწრების მქონე ღონისძიება, ნათქვამია უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის წერილში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი, რომელსაც მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის.ამასთან ჩეფერინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხედვამ და ზრუნვამ განაპირობა ამ ღონისძიების უდიდესი წარმატება, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის.ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში (U-21), რომლის მატჩები საქართველოსა და რუმინეთში ტარდება, გულშემატკივრის დასწრების თვალსაზრისით ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა. ერთ მატჩზე დასწრების მხრივ დამყარდა რეკორდი. მეოთხედფინალურ შეხვედრას საქართველოსა და ისრაელს შორის თბილისში 44.338 ადამიანი დაესწრო.სტადიონი 54.549 გულშემატკივარს იტევს. წინა რეკორდი 1996 წელს ბარსელონაში იტალიისა და ესპანეთის მატჩის დროს დაფიქსირდა, რომელსაც 35.500 გულშემატკივარი დაესწრო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1c/279072946_392:228:1280:894_1920x0_80_0_0_44e9346636fe7dc4d0733cc2b3860413.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, უეფა
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, უეფა
უეფამ ღარიბაშვილს ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა
საფეხბურთო ჩემპიონატმა (U-21) საქართველოსა და რუმინეთში მაყურებლის მხრივ რეკორდი დაამყარა
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. ფეხბურთში უეფას ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე მაღალი დასწრების მქონე ღონისძიება, ნათქვამია უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის წერილში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი, რომელსაც მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის.
„ერთი მეორის მიყოლებით, სამ მატჩზე მოიხსნა გადაჭედილი სტადიონების რეკორდი, რაც 21 წლამდე ფინალურ თამაშებზე გვინახავს უეფა-ს მასშტაბით. ყოველივე ამის შედეგად, ეს ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება როგორც ყველაზე მაღალი დასწრების მქონე ღონისძიებად“, - აღნიშნულია წერილში.
ამასთან ჩეფერინმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხედვამ და ზრუნვამ განაპირობა ამ ღონისძიების უდიდესი წარმატება, რამაც სასიამოვნო და დასამახსოვრებელი ატმოსფერო შექმნა ყველა მონაწილისთვის, მათ შორის ფეხბურთელებისთვის, ადმინისტრაციული თანამშრომლებისა და ქომაგებისთვის.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში (U-21), რომლის მატჩები საქართველოსა და რუმინეთში ტარდება, გულშემატკივრის დასწრების თვალსაზრისით ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი აღმოჩნდა. ერთ მატჩზე დასწრების მხრივ დამყარდა რეკორდი. მეოთხედფინალურ შეხვედრას საქართველოსა და ისრაელს შორის თბილისში 44.338 ადამიანი დაესწრო.
სტადიონი 54.549 გულშემატკივარს იტევს. წინა რეკორდი 1996 წელს ბარსელონაში იტალიისა და ესპანეთის მატჩის დროს დაფიქსირდა, რომელსაც 35.500 გულშემატკივარი დაესწრო.