https://sputnik-georgia.com/20230715/---------279597085.html
გამორიცხული არაფერია - მეუფე შიო თავისი მოწამვლის შესახებ
გამორიცხული არაფერია - მეუფე შიო თავისი მოწამვლის შესახებ
Sputnik საქართველო
საპატრიარქოს მონაცემებით, მეუფე შიოს სისხლში გარკვეული მეტალების მაჩვენებლები ნორმას რამდენჯერმე აღემატება 15.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-15T16:07+0400
2023-07-15T16:07+0400
2023-07-15T16:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საპატრიარქო
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24428/53/244285358_0:225:2000:1350_1920x0_80_0_0_c9c50f5204c5417ef3d0a55ceccf4652.jpg
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მიმდინარეობს კვლევები და ჯერჯერობით არაფერია გამორიცხული, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მისი შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებული სკანდალის კომენტირებისას.6 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შესაძლო მოწამვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა. ნივთიერება, რომელიც მიტროპოლიტის სისხლში აღმოაჩინეს, რიგ შემთხვევებში მოწამვლისთვის გამოიყენება, განაცხადეს საპატრიარქოში. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით.ახლა საპატრიარქოში ანალიზების პასუხებს ელოდებიან, ასევე იგეგმება ანალიზების გერმანიაში გაგზავნა.ილია მეორის თანამოსაყდრის შესაძლო მოწამვლა - მეუფე შიოს პირველი კომენტარი >>საპატრიარქოს მონაცემებით, მეუფე შიოს სისხლში გარკვეული მეტალების მაჩვენებლები ნორმას რამდენჯერმე აღემატება, რაც მოწამვლასთან დაკავშირებულ მათ ეჭვებს ამყარებს.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 2017 წლის ნოემბერში აირჩია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24428/53/244285358_200:0:2000:1350_1920x0_80_0_0_0077d96343d9eb796e9064674cf10c3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საპატრიარქო, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში
გამორიცხული არაფერია - მეუფე შიო თავისი მოწამვლის შესახებ
საპატრიარქოს მონაცემებით, მეუფე შიოს სისხლში გარკვეული მეტალების მაჩვენებლები ნორმას რამდენჯერმე აღემატება
თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. მიმდინარეობს კვლევები და ჯერჯერობით არაფერია გამორიცხული, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ მისი შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებული სკანდალის კომენტირებისას.
6 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ინფორმაცია პატრიარქის თანამოსაყდრის, მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) შესაძლო მოწამვლის შესახებ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეუფე შიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა. ნივთიერება, რომელიც მიტროპოლიტის სისხლში აღმოაჩინეს, რიგ შემთხვევებში მოწამვლისთვის გამოიყენება, განაცხადეს საპატრიარქოში. შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა სსკ-ის „განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლით.
„უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს. შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ, გამორიცხული არაფერი არ არის“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ახლა საპატრიარქოში ანალიზების პასუხებს ელოდებიან, ასევე იგეგმება ანალიზების გერმანიაში გაგზავნა.
საპატრიარქოს მონაცემებით, მეუფე შიოს სისხლში გარკვეული მეტალების მაჩვენებლები ნორმას რამდენჯერმე აღემატება, რაც მოწამვლასთან დაკავშირებულ მათ ეჭვებს ამყარებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 2017 წლის ნოემბერში აირჩია.