მიმოხილვა: რუსეთის საჰაერო ძალებმა Як-130-ების ახალი პარტია მიიღო

© photo: Sputnik / Evgeni Odinokov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
აშშ-ისა და ნატოს აგრესიული საგარეო პოლიტიკა მუდმივად უბიძგებს ევროპასა და აზიას სხვადასხვა ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტებისკენ — საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა დეგრადირებს. მომდევნო წლებსა და ათწლეულებში რუსეთს შეიძლება ასობით და ათასობით ახალი სამხედრო თვითმფრინავი და პილოტი დასჭირდეს.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების საკადრო პოტენციალის სწრაფად გაზრდას ხელს უნიკალური სასწავლო-საბრძოლო მანქანა Як-130 შეუწყობს, რომლის წარმოებასაც ციმბირელი ავიამშენებლები ზრდიან.
ირკუტსკის საავიაციო ქარხანამ 11 ივლისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს Як-130-ების ახალი პარტია გადასცა, რომელიც მეოთხე და მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავების პილოტირების თანამედროვე დონეზე სწავლებას ხდის შესაძლებელს. ამასთან, გაერთიანებული საავიაციო კორპორაციის ხელმძღვანელმა იური სლიუსარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავიაქარხანა სახელმწიფო თავდაცვის ბრძანებით დაკისრებულ ვალდებულებებს გრაფიკის შესაბამისად ასრულებს და წარმოებაშია შემდეგი პარტიების თვითმფრინავები — მიწოდება 2023 წელს.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო 100-ზე მეტი თვითმფრინავი Як-130, ხოლო 2020 წელს გააფორმა ხელშეკრულება კიდევ 25 ასეთი თვითმფრინავის მიწოდებაზე.
Як-130 არის ორადგილიანი რეაქტიული საბრძოლო-სასწავლო თვითმფრინავი, რომელიც მე-4 და მე-5 თაობის თვითმფრინავებზე პილოტირების სასწავლად და საბრძოლო მომზადებისთვისაა შექმნილი. იგი ითვლება მაღალტექნოლოგიური სასწავლო კომპლექსის მთავარ კომპონენტად, რომელიც აერთიანებს ობიექტური კონტროლის სისტემას, კომპიუტერულ კლასებს, პილოტაჟის და სპეციალიზებულ ტრენაჟორებს. მოქნილი პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას აძლევს Як-130-ს მოახდინოს ჰაერში სხვადასხვა თვითმფრინავის ქცევის სიმულაცია, მათ შორის მძიმე CУ-35С-ისა და СУ-57-ისა.
საომარი მოქმედებების დროს Як-130-ს 3000 კგ-მდე რაკეტითა და საბომბე დატვირთვით შეუძლია ეფექტურად გადაჭრას მსუბუქი მოიერიშის ამოცანები — სახმელეთო და საჰაერო სამიზნეების განადგურება მარტივ და რთულ მეტეოპირობებში.
რუსმა პილოტებმა Як-130-ზე ცხრა მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ეს თვითმფრინავი ძალიან პოპულარულია საზღვარგარეთ და წარმატებით ოპერირებს ალჟირის, ბანგლადეშის, ბელარუსის, ლაოსისა და მიანმარის საჰაერო ძალებში. „როსობორონექსპორტის“ ცნობით, ბოლო წლებში უცხოელმა მომხმარებლებმა მიიღეს 160 ერთეული Як-130 და გააფორმეს ახალი კონტრაქტები 100 ასეთ თვითმფრინავზე.

მრისხანე მსახიობი

თვითმფრინავი კომპაქტურად და მძლავრად გამოიყურება. ფრთების განშლა – 9,72 მ, სიგრძე – 11,49 მ, სიმაღლე – 4,76 მ, მაქსიმალური ასაფრენი წონა – 10 ტონა.
რეგულირების ელექტრონულ-ციფრული სისტემის ორი ტურბორეაქტიული ძრავი საშუალებას აძლევს მას, 12.500 მეტრ სიმალეზე აიტანოს და სამიზნემდე გადაიტანოს სამი ტონა სხვადასხვა საბრძოლო მასალა — მართვადი და არამართვადი რაკეტები, კორექტირებადი და თავისუფლად ვარდნის ავიაბომბები.
ბორტზე მას ასევე აქვს ორლულიანი 30 მმ-იანი ქვემეხი. Як-130-ის მაქსიმალური სიჩქარეა 1050 კმ/სთ, პრაქტიკული დიაპაზონი — 2100 კმ.
გამოცდილი სამხედრო მფრინავები აღნიშნავენ, რომ Як-130-ის საბრძოლო მახასიათებლები უფრო მაღალია, ვიდრე ძველი სასწავლო L-39-ისა, ხოლო კონტროლის სისტემის ხელახალი კონფიგურაცია, შეცვლილი პარამეტრებით, სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავების ფრენის სიმულაციას ხდის შესაძლებელს.
Як-130-ს აქვს სიმაღლისა და სიჩქარის გამორჩეული თვისებები, შესანიშნავი მანევრირება – პილოტისთვის ფრენა ძალიან მოსახერხებელია. თვითმფრინავს აქვს ორი სისტემის სატელიტური ნავიგაცია – GPS და GLONASS, რომელთა გამოყენება შესაძლებელია ერთობლივად ან ცალ-ცალკე. Як-130 ჰარმონიულად აერთიანებს სასწავლო და საბრძოლო პოტენციალს.
თვითმფრინავი აღჭურვილია ციფრული ელექტროდისტანციური მართვის სისტემით. კატაპულტირებადი სავარძლები უზრუნველყოფს ეკიპაჟის მიერ თვითმფრინავის უსაფრთხო დატოვებას სხვადასხვა საგანგებო სიტუაციებში, თუნდაც ნულოვანი სიჩქარით ან ნულოვან სიმაღლეზე.
ავიატექნიკოსები Як-130-ს მოვლის სიმარტივისა და არაპრეტენზიულობისთვის აფასებენ.
თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან დაახლოებით 12 წამში ფრინდება, ამისთვის მას არაუმეტეს 800 მეტრის გარბენი სჭირდება. Як-130-ის რესურსი შეფასებულია 10 ათასი საფრენი საათით, ანუ ექსპლუატაციის 30 წლით. Як-130-ის სახელმწიფო გამოცდა წარმატებით დასრულდა 2009 წლის დეკემბერში, ხოლო 2010 წლის თებერვლიდან თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს მიეწოდება.
Як-130-ზე ადრევე წერდა ამერიკული ჟურნალი The National Interest, რომ მას „კაშკაშა მომავალი" ელოდება. ეს მომავალი უკვე მოვიდა. საერთაშორისო გამოფენებზე Як-130 შთაბეჭდილებას ახდენს სპეციალისტებზე და მაყურებლებზე უმაღლესი პილოტაჟის ფიგურების იდეალური შესრულებით, რომლებიც მხოლოდ 4++ თაობის თვითმფრინავებისთვისაა მიღწევადი.
ამასთან გაერთიანებული ავიამშენებელი კორპორაცია ცდილობს მუდმივად გაზარდოს აპარატის შესაძლებლობები და საბრძოლო პოტენციალი — იზრდება იარაღის დიაპაზონი, ხდება უახლესი სადაზვერვო და ელექტრონული ომის სისტემების ინტეგრირება.
რაც შეეხება Як-130-ების 11 ივლისის მიწოდებას, უნდა აღინიშნოს, რომ ზაფხულის დასაწყისში ახალი Cу-30SM2-ისა და Су-35С-ების რაოდენობა ასევე შესამჩნევად გაიზარდა რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების რიგებში. იზრდება Tу-160M-ების ფლოტიც. ზოგადად, 2023 წელს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოების მიერ ჯარებისთვის ყველა იარაღის სისტემის მიწოდება ხუთჯერ გაიზარდა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0