https://sputnik-georgia.com/20230714/14-ivliss-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-279508024.html
14 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
14 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 14 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 14.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-14T00:15+0400
2023-07-14T00:15+0400
2023-07-14T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/56/236825644_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_9ffbd2e72547ca75ea0f75d6efd55401.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.12–22 ივლისი12–22 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას მთვარე მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან შესანიშნავი ინტუიციით, უყვართ მოგზაურობა. არიან მხიარული, საკმაოდ კეთილი ადამიანები, შეუძლიათ კონფლიქტების მოგვარება. მთვარის გავლენის წყალობით ოკულტიზმის უნარები გააჩნიათ.მნიშვნელოვანი წლებია: 16, 26, 36, 48, 50, 60, 72.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ია.ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები, კარგი იქნება, თუ მეტად მეგობრული და კეთილგანწყობილი, უფრო გულგახსნილი და მიმნდობი იქნებიან გარშემომყოფების მიმართ. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გარშემომყოფებს მათ მიმართ გულითადი განწყობა აქვთ. თუ ამ ნაკლოვანებებს გაითვალისწინებენ, მერყეობა და შიშის გრძნობა დატოვებს და სილაღისა და თავისუფლების შეგრძნებით იცხოვრებენ.14 ივლისს დაბადებულები14 ივლისს დიდი სასიცოცხლო ენერგიის მქონე, პატივმოყვარე ადამიანები იბადებიან. ისინი ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს, თუნდაც ამისთვის ზნეობრივი კანონების გადაბიჯება მოუხდეთ. ინტერესდებიან მისტიკური და ექსტრასენსორული საკითხებით. ფინანსურ სფეროში წარმატებები აქვთ, მაგრამ ეკონომია არ იციან, რაც მატერიალურ პრობლემებს იწვევს.როგორი დასვენება უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს>>ამ დღეს დაბადებულებს სხვათა დარწმუნების შესაშური უნარი აქვთ. თუ მათი მტკიცე იმიჯი არასაკმარისი აღმოჩნდა, მაშინ ოპონენტის დასარწმუნებლად თავიანთ შესანიშნავს შარმს იყენებენ. ვინც ახერხებს შთაბეჭდილების მოხდენას პროფესიული უნარებითა და ობიექტური გადაწყვეტილებებით, ის გარშემომყოფთა ნდობას ადვილად აღწევს. საოცარია, მაგრამ ამ ადამიანების მიმართ მიზიდულობა ქვეცნობიერ დონეზე ვითარდება.14 ივლისს დაბადებულებს კარგი პროფესიული უნარები აქვთ. რაზეც ისინი საუბრობენ, ძალზე საინტერესო და მართალი ისტორიებია, ამიტომ მათი სიცრუეში დადანაშაულება შეუძლებელია. მაგრამ, სამწუხაროდ, ხანდახან მათში ეჭვიც შეაქვთ, რადგან მათი მონათხრობი ძალზე ილუზორულ შთაბეჭდილებას ტოვებს.ამ დღეს დაბადებულები არიან ძალზე თავდაჯერებული, აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა. ხანდახან, შესაძლოა, დეპრესიული მდგომარეობაც განუვითარდეთ, თან - უმიზეზოდ. თუმცა, თუ მათ კარგად დავაკვირდებით, აუცილებლად შევნიშნავთ გარკვეულ ნაღველს, რაც ამ ადამიანებს კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის. 14 ივლისს დაბადებულებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, დიდი აუდიტორია დაიპყრონ. ურთიერთობებში ძალზე ნიჭიერი და უნიკალური არიან.ჯანმრთელობა14 ივლისს დაბადებულები სხვადასხვა დაავადებას უცნაურად უყურებენ. ერთი მხრივ, სტაბილურ გავლენას ახდენენ გარშემომყოფებზე და საკუთარ თავზე და მეორე მხრივ, მაზოხისტური დატვირთვით გამოირჩევიან. ამგვარი „მტანჯველი“ ადამიანის იარლიყით ცდილობენ ყურადღების მიქცევას. დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის - რა უნდა გაითვალისწინოთ>>ზოგიერთისთვის დეპრესია, უბრალოდ, აუცილებელი პროცესია თვითგანვითარებისთვის. ამ ადამიანებს არ უყვართ ფიზიკური აქტიურობა, ხოლო დიეტის და თან - საკმაოდ უჩვეულო - დაცვა შეუძლიათ.რჩევა:გამოარკვიეთ, სად იმალება თქვენი მთავარი ძალა და ის მეტად კონსტრუქციულად გამოიყენეთ. შესაძლოა, დროთა განმავლობაში გაიგოთ თქვენი „ბნელი“ მხარეები, მაგრამ სჯობს, „ნათელ“ მხარეებს გაუფრთხილდეთ.
https://sputnik-georgia.com/20220621/kircxibi-daxasiateba-cancer-267628915.html
https://sputnik-georgia.com/20230710/vin-gadarceba-ukacriel-kunzulze-zodiaqo-kruzo-279404867.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23682/56/236825644_111:0:1891:1335_1920x0_80_0_0_3626e8876b4e1fff54f8017b264b6267.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
14 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 14 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
12–22 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მთვარე მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები გამოირჩევიან შესანიშნავი ინტუიციით, უყვართ მოგზაურობა. არიან მხიარული, საკმაოდ კეთილი ადამიანები, შეუძლიათ კონფლიქტების მოგვარება. მთვარის გავლენის წყალობით ოკულტიზმის უნარები გააჩნიათ.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 26, 36, 48, 50, 60, 72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ია.
ამ დეკადაში დაბადებული ადამიანები, კარგი იქნება, თუ მეტად მეგობრული და კეთილგანწყობილი, უფრო გულგახსნილი და მიმნდობი იქნებიან გარშემომყოფების მიმართ. ამ ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გარშემომყოფებს მათ მიმართ გულითადი განწყობა აქვთ. თუ ამ ნაკლოვანებებს გაითვალისწინებენ, მერყეობა და შიშის გრძნობა დატოვებს და სილაღისა და თავისუფლების შეგრძნებით იცხოვრებენ.
14 ივლისს დიდი სასიცოცხლო ენერგიის მქონე, პატივმოყვარე ადამიანები იბადებიან. ისინი ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს, თუნდაც ამისთვის ზნეობრივი კანონების გადაბიჯება მოუხდეთ. ინტერესდებიან მისტიკური და ექსტრასენსორული საკითხებით. ფინანსურ სფეროში წარმატებები აქვთ, მაგრამ ეკონომია არ იციან, რაც მატერიალურ პრობლემებს იწვევს.
ამ დღეს დაბადებულებს სხვათა დარწმუნების შესაშური უნარი აქვთ. თუ მათი მტკიცე იმიჯი არასაკმარისი აღმოჩნდა, მაშინ ოპონენტის დასარწმუნებლად თავიანთ შესანიშნავს შარმს იყენებენ. ვინც ახერხებს შთაბეჭდილების მოხდენას პროფესიული უნარებითა და ობიექტური გადაწყვეტილებებით, ის გარშემომყოფთა ნდობას ადვილად აღწევს. საოცარია, მაგრამ ამ ადამიანების მიმართ მიზიდულობა ქვეცნობიერ დონეზე ვითარდება.
14 ივლისს დაბადებულებს კარგი პროფესიული უნარები აქვთ. რაზეც ისინი საუბრობენ, ძალზე საინტერესო და მართალი ისტორიებია, ამიტომ მათი სიცრუეში დადანაშაულება შეუძლებელია. მაგრამ, სამწუხაროდ, ხანდახან მათში ეჭვიც შეაქვთ, რადგან მათი მონათხრობი ძალზე ილუზორულ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამ დღეს დაბადებულები არიან ძალზე თავდაჯერებული, აქვთ იუმორის შესანიშნავი გრძნობა. ხანდახან, შესაძლოა, დეპრესიული მდგომარეობაც განუვითარდეთ, თან - უმიზეზოდ. თუმცა, თუ მათ კარგად დავაკვირდებით, აუცილებლად შევნიშნავთ გარკვეულ ნაღველს, რაც ამ ადამიანებს კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის.
14 ივლისს დაბადებულებს ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, დიდი აუდიტორია დაიპყრონ. ურთიერთობებში ძალზე ნიჭიერი და უნიკალური არიან.
14 ივლისს დაბადებულები სხვადასხვა დაავადებას უცნაურად უყურებენ. ერთი მხრივ, სტაბილურ გავლენას ახდენენ გარშემომყოფებზე და საკუთარ თავზე და მეორე მხრივ, მაზოხისტური დატვირთვით გამოირჩევიან. ამგვარი „მტანჯველი“ ადამიანის იარლიყით ცდილობენ ყურადღების მიქცევას.
ზოგიერთისთვის დეპრესია, უბრალოდ, აუცილებელი პროცესია თვითგანვითარებისთვის. ამ ადამიანებს არ უყვართ ფიზიკური აქტიურობა, ხოლო დიეტის და თან - საკმაოდ უჩვეულო - დაცვა შეუძლიათ.
გამოარკვიეთ, სად იმალება თქვენი მთავარი ძალა და ის მეტად კონსტრუქციულად გამოიყენეთ. შესაძლოა, დროთა განმავლობაში გაიგოთ თქვენი „ბნელი“ მხარეები, მაგრამ სჯობს, „ნათელ“ მხარეებს გაუფრთხილდეთ.