იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიიაპონელი სამართალდამცველი
იაპონელი სამართალდამცველი - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2023
გამოწერა
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, თავდასხმამდე „საგზაო-სატრანსპორტო ინციდენტი" მოხდა, რომლის დროსაც არავინ დაშავებულა.
თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ 14 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ მას და მის მძღოლს იაპონიის დედაქალაქში თავს დაესხნენ. ამის შესახებ ელჩმა Twitter-ზე დაწერა.
ქართველმა დიპლომატმა სოციალურ ქსელში ერთწამიანი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ცდილობს უცნობი მამაკაცი ავტომობილის წინა კარიდან უკანა სავარძელს მისწვდეს.
„მოულოდნელად მან ელჩის მანქანის კარი გამოაღო და თავს დამესხა. ეს გაუგონარია. მადლობა საელჩოს მძღოლს“, – დაწერა ლეჟავამ.
ამასთან, სააგენტო „კიოდო" სამართალდამცველ უწყებაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმამდე მოხდა „საგზაო-სატრანსპორტო ინციდენტი", რომლის დროსაც არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ დეტალები არ ვრცელდება.
ყველა ახალი ამბავი
0