როგორი ამინდი იქნება უქმეებზე საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთი პარკი
თბილისის ერთ-ერთი პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2023
გამოწერა
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. საქართველოში 15 ივლისამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 15-17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 32-34 გრადუსამდე მოიმატებს.
უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში 16-17 ივლისს ტემპერატურა სამი-ოთხი გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 14 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დღისით ჰაერის ტემპერატურა პლუს 32-34 გრადუსი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0