თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

© photo: Sputnik / Stringerვაჭარ მარტიროსოვის სახლი
ვაჭარ მარტიროსოვის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2023
გამოწერა
შეზღუდვები წესდება ვიდეორგოლის გამო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრების საგულშემატკივროდ უნდა გადაიღონ
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისში, 14 ივლისს, 10:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე პერიოდში გიორგი ათონელის ქუჩაზე სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
შეზღუდვები დაწესდება მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ნაკრების საგულშემატკივრო ვიდეორგოლის გადაღებების გამო. დროის აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა შეზღუდული იქნება გიორგი ათონელის ქუჩისა და იტალიის ქუჩის კვეთიდან, გიორგი ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩების კვეთამდე.
სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩებიდან გიორგი ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ათონელის ქუჩიდან იტალიის ქუჩის გავლით, მშრალი ხიდის მიმართულებით. ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ სოლიკო ვირსალაძისა და გია ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით.
ზვიად გამსახურდიას მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ ორბელიანისა და მტკვრის ქუჩების მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0