https://sputnik-georgia.com/20230713/------279522706.html
ორბელიანის მოედანზე სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
ორბელიანის მოედანზე სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
Sputnik საქართველო
კონცერტის ჩატარების იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის. 13.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-13T16:48+0400
2023-07-13T16:48+0400
2023-07-13T21:53+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/35/248383589_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_2854104f746265dc74df54266b09c74c.jpg
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ორბელიანის მოედანზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც ქართველი არტისტები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას.ღონისძიების პროგრამა დაყოფილია ორ ნაწილად, პირველ ნაწილში ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულებს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის ნაწარმოებებს. გარდა ამისა, სცენაზე წარდგებიან მომღერალი ნატო მეტონიძე, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სხვები.მეორე ნაწილში კი მსმენელის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის მუსიკოსები.კონცერტის ჩატარების იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის. კონცერტი 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დილიდან ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.
https://sputnik-georgia.com/20230713/qartuli-martlmadidebluri-eklesia-sveticxovlobas-arnisnavs-279507701.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/35/248383589_167:0:2834:2000_1920x0_80_0_0_e5d1f2e97828ae81a1ee667ba5e3bafd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები
ორბელიანის მოედანზე სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება
16:48 13.07.2023 (განახლებულია: 21:53 13.07.2023) კონცერტის ჩატარების იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს ორბელიანის მოედანზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც ქართველი არტისტები და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას.
ღონისძიების პროგრამა დაყოფილია ორ ნაწილად, პირველ ნაწილში ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულებს ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების ჯანსუღ კახიძის, რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის ნაწარმოებებს. გარდა ამისა, სცენაზე წარდგებიან მომღერალი ნატო მეტონიძე, ანსამბლი „შვიდკაცა“ და სხვები.
მეორე ნაწილში კი მსმენელის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის მუსიკოსები.
კონცერტის ჩატარების იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეკუთვნის. კონცერტი 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დილიდან ყველა ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ჩატარდა.
საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი - ქრისტეს ყველა მოციქულს.
წმინდა სახარების მიხედვით, იესო ქრისტემ 12 მოციქული გამოარჩია. მათგან ერთმა, იუდა ისკარიოტელმა იგი გასცა. შემდგომ მის ნაცვლად უფალმა მატათა მოციქული გამოარჩია, რომელმაც საქართველოში იქადაგა. ამდენად, ამ დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრეს და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.