მკვლელობა თბილისში - ბრალდებული ციხეში 10 წელს გაატარებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2023
გამოწერა
მამაკაცმა თანამშრომელი თავის სახლთან ახლოს დანით მოკლა.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს.
ბრალდების მხარემ სასამართლოზე დაარწმუნა ნაფიცი მსაჯულები, რომ 2022 წლის 30 ოქტომბერს ბრალდებულმა თავისი თანამშრომელი მოკლა.
მანამდე მათ სხვა მუშებთან ერთად სამშენებლო ობიექტზე, სადაც ერთად მუშაობდნენ, ალკოჰოლური სასმელი დალიეს, რა დროსაც იჩხუბეს. კონფლიქტი ბრალდებულის სახლთან გაგრძელდა, სადაც მან დაზარალებულს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
წყარო - საქართველოს გენერალური პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0