https://sputnik-georgia.com/20230713/-------279535464.html
კალაძე: „ქართული ოცნება“ ყველა მომავალ არჩევნებს მოიგებს
კალაძე: „ქართული ოცნება“ ყველა მომავალ არჩევნებს მოიგებს
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიას არ აინტერესებს, რა ფორმით იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე ოპოზიცია, რომელიც ახლა წინასაარჩევნოდ კოალიციის შესაძლებლობას განიხილავს, განაცხადა... 13.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-13T23:46+0400
2023-07-13T23:46+0400
2023-07-14T01:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278138063_0:132:1280:852_1920x0_80_0_0_8fb49e72c4a0d0c8b30f4bfa802b0b9d.jpg
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ პარტია 2028 წლამდე ყველა არჩევნებში გაიმარჯვებს.2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, 2025 წელს კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.ამასთან, მან აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას არ აინტერესებს, რა ფორმით იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე ოპოზიცია, რომელიც ახლა წინასაარჩევნოდ კოალიციის შესაძლებლობას განიხილავს.„ეს მათი გადასაწყვეტია, თუ რა ფორმულირებით წარდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. ყველამ ვიცით, შინაარსობრივად ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ გუნდს, „ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ მოხდა მათი დაყოფა, ჰქონდათ რაღაც განხეთქილება, თუმცა, საერთო ჯამში, ეს არიან ერთი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ შვილები“, - განაცხადა კალაძემ.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნული ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/1e/278138063_124:155:1054:852_1920x0_80_0_0_39c7a217f5b3366b1195149c219849e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება
კალაძე: „ქართული ოცნება“ ყველა მომავალ არჩევნებს მოიგებს
23:46 13.07.2023 (განახლებულია: 01:16 14.07.2023) მმართველ პარტიას არ აინტერესებს, რა ფორმით იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე ოპოზიცია, რომელიც ახლა წინასაარჩევნოდ კოალიციის შესაძლებლობას განიხილავს, განაცხადა კალაძემ
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ პარტია 2028 წლამდე ყველა არჩევნებში გაიმარჯვებს.
2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, 2025 წელს კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
„დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, ვისაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს საქართველოში მოსახლეობის მხრიდან, არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დამაჯერებელი ანგარიშით, ძალიან დიდი ანგარიშით. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მმართველ პარტიას არ აინტერესებს, რა ფორმით იქნება წარმოდგენილი არჩევნებზე ოპოზიცია, რომელიც ახლა წინასაარჩევნოდ კოალიციის შესაძლებლობას განიხილავს.
„ეს მათი გადასაწყვეტია, თუ რა ფორმულირებით წარდგებიან 2024 წლის არჩევნებზე. ყველამ ვიცით, შინაარსობრივად ეს ადამიანები წარმოადგენენ ერთ გუნდს, „ნაციონალურ მოძრაობას“, შემდეგ მოხდა მათი დაყოფა, ჰქონდათ რაღაც განხეთქილება, თუმცა, საერთო ჯამში, ეს არიან ერთი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ შვილები“, - განაცხადა კალაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება მთლიანად პროპორციული სისტემით და მაღალი, 5%-იანი გამსვლელი ბარიერის პირობებში. უმრავლესობის მოსაპოვებლად და მთავრობის ერთპიროვნული ფორმირებისთვის პარტიამ არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მოიპოვოს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ბარიერის გადალახვის შანსი დღეს „ქართულ ოცნებას" და მთავარ ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ.
ყველა შემთხვევაში მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა „ოცნების“ სასარგებლოდ, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კვლევა მიუთითებს, რომ დღევანდელი მმართველი პარტია ამჯერადაც შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.