საქართველო-სომხეთის საზღვრის კვეთა ბიომეტრიული მოწმობით არის შესაძლებელი

© photo: Sputnik / Gor Margaryanსაქართველო-სომხეთის საზღვარი
საქართველო-სომხეთის საზღვარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2023
გამოწერა
შესაბამის დოკუმენტს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წლის 12 იანვარს მოაწერეს ხელი.
თბილისი, 13 ივლისი – Sputnik. სომხეთთან საზღვრის გადაკვეთის გამარტივების შესახებ შეთანხმება ამოქმედდა – საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით (ID ბარათებით) შეუძლიათ.
შესაბამის დოკუმენტს საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წლის 12 იანვარს მოაწერეს ხელი.
დადგენილების თანახმად, მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“.
საქართველოს მოქალაქეებისთვის სომხეთი გახდა მესამე ქვეყანა, რომლის საზღვრის კვეთისთვის საზღვარგარეთის პასპორტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება.
ანალოგიური რეჟიმი აქამდე მოქმედებდა თურქეთსა და უკრაინაში შესვლისას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0