ფეიქრების ქუჩაზე მეორადი ავტონაწილების საწყობში ხანძარი იყო - არის დაშავებული

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2023
გამოწერა
ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. დამწვარია 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.
თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ერთი ადამიანი დაშავდა თბილისში მეორადი ავტონაწილების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა.
ხანძარი ფეიქრების ქუჩაზე მოხდა. ცეცხლი ავტონაწილების საწყობს ცოტა ხნის წინ გაუჩნდა.
ხანძარი ამ დროისათვის უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.
ყველა ახალი ამბავი
0