მიმოხილვა: ყირიმული სადესანტო ხომალდები ვერტმფრენ „მინოგებით“ აღიჭურვება

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2023
გამოწერა
გემთმშენებლობის საპრეზიდენტო პროგრამა 2050 წლამდე გეგმის მიხედვით ხორციელდება, სპეცოპერაცია უკრაინაში არ ანელებს რუსეთის საზღვაო ძალებისთვის ახალი გემების მშენებლობის მაღალ ტემპს, აღნიშნავს რუსი სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო.
კერძოდ, ის წერს:
ქერჩის ქარხანა „ზალივში“ პროექტ 23900-ის ორი უნივერსალური სადესანტო გემი იგება, რომლებიც უახლეს საგემბანო ვერტმფრენებს — Ка-65 „მინოგა“ ზღვაში გასვლამდე მიიღებენ — 2028 წელს ტესტირება სრული „ფრთით“ დაიწყება.
სადესანტო ხომალდებზე მუდმივად იქნება ბაზირებული გემსაწინააღმდეგო „მინოგები“, მრავალფუნქციური მოიერიშე შვეულმფრენები „კატრანი“, სარადარო პატრული Ka-31 და სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენები Ka-27ПС (სულ დაახლოებით 20 მანქანა).
რუსეთის საზღვაო ძალებისთვის პერსპექტიული Ka-65-ის შემუშავება 2016 წელს დაიწყო. უახლესი მანქანა წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო Ka-27-ს ჩაანაცვლებს, რომელიც საზღვაო სამსახურში ოთხი ათეული წელია იმყოფება.
მანამდე ჰოლდინგ „ვერტოლიოტი როსიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეი ბოგინსკიმ განაცხადა, რომ ექსპერიმენტული Ka-65 პირველ ფრენას 2025 წელს შეასრულებს. სერიული წარმოება დაიწყება არაუგვიანეს 2028 წლისა.
ვერტმფრენი „მინოგა“ „კამოვის“ სქემით იქმნება — ორი კოაქსიალური პროპელერით. შექმნილია ნულიდან ახალი ტექნოლოგიებისა და მასალების გამოყენებით. ამიტომ Ka-65 ორი ТВ7-117ВК გაზის ტურბინის ძრავით, თითოეული 3000 ცხენის ძალით, უფრო ძლიერი და მსუბუქი იქნება, ვიდრე „ვეტერანი" Ka-27-ია. ძრავის მართვა გამარტივდება БАРК -6 ციფრული ავტომატური სისტემით.
„მინოგის“ შეიარაღების კომპლექსში შევა რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ყველაზე თანამედროვე და ეფექტური მოდელები. Ka-65-ის ელექტრონული აღჭურვილობა თავსებადი იქნება ჯარებისა და ბრძოლის ავტომატური მართვისა და კონტროლის სისტემებთან. ახალი თაობის ციფრული საკომუნიკაციო კომპლექსი უზრუნველყოფს ვიდეოინფორმაციის, სარადარო მონაცემების, ნავიგაციისა და ხმოვანი კომუნიკაციების გადაცემას.
გათვალისწინებულია წყალქვეშა ნავსაწინააღმდეგო, სადესანტო და სატრანსპორტო მოდიფიკაციები, ასევე Ka-65-ის არქტიკული ვერსია — უნიკალური სანავიგაციო სისტემით, დამატებითი გათბობის სისტემით და ელექტროსადგურით მთავარი ძრავის დაბალ ტემპერატურაზე ასამუშავებლად.
შესაძლებელია უპილოტო ვერსიის შექმნაც (რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით).
„მინოგა“ გადაჭრის სადაზვერვო, წყალქვეშა, სადესანტო ამოცანებს — გემიდან ან სანაპირო აეროდრომებიდან, იმუშავებს დამოუკიდებლად დროისა და ამინდის პირობების მიუხედავად. ყველა რუსული ხომალდი — კორვეტიდან ავიამზიდ კრეისერამდე, რომელსაც შეუძლიათ Ка-27-ის მიღება, ახალი „მინოგების“ ზიდვასაც შეძლებს.

ძირითადი მახასიათებლები

ვერტმფრენ Ка-65-ის სიჩქარის, დიაპაზონისა და ტვირთამწეობის შესახებ მონაცემები ღია წყაროებში არ არის ხელმისაწვდომი. თუმცა, წინამორბედის მახასიათებლები კარგად არის ცნობილი.
Ka-27-ს მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავების აღმოჩენა დღისითაც შეუძლია და ღამითაც, რთულ მეტეოპირობებში — 500 მეტრ სიღრმეზე, ბაზიდან 200 კმ-მდე დაშორებით. ფრენის პრაქტიკული დიაპაზონი — 800 კმ, მაქსიმალური სიჩქარე — 270 კმ/სთ.
Ka-27-ის არსენალი საშუალებას იძლევა შეუტიოს მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავს АПР-2 ან АПР-3 რაკეტებით, მცირე ზომის ტორპედოებით УМГТ-1, საზღვაო ბომბებით ОМАБ-25-12Д ან ОМАБ-25-8Н-ით. წყვილი Ка-27ПЛ 2000 კვადრატულ კილომეტრამდე წყლის ფართობს კეტავს.
Ка-27ПС-ის სამძებრო-სამაშველო მოდიფიკაციას აქვს 300 კგ ტვირთამწეობის ჯალამბარი. მუშაობს ზღვის 5-ბალიანი ღელვისას, აქვს მოცემულ წერტილში ავტომატური ფრენის შესაძლებლობა.
ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უახლესი Ka-65 „მინოგა“ ყველა მოდიფიკაციაში გახდება უფრო მძლავრი და უფრო სრულყოფილი, ვიდრე მისი წინამორბედი Ka-27-ია.
ასევე აუცილებელია პროექტ 239000-ის ძირითადი ბაზის შესაძლებლობების გათვალისწინება. ეს ხომალდი ყველა ასპექტით უსწრებს ფრანგულ ვერტმფრენმზიდ „მისტრალს“. რუსული უნივერსალური სადესანტო ხომალდის ბორტზე ვერტმფრენები მშობლიური სანაპიროებიდან 6000 საზღვაო მილის დაშორებით შეძლებენ ოპერირებას, ფაქტობრივად, მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ რაიონში.
პროექტ 23900-ის ორი უნივერსალური სადესანტო ხომალდის (წყალწყვა 40 ათასი ტონა) მშენებლობა ქერჩის ქარხანა „ზალივში“ 2020 წლის 20 ივლისს დაიწყო. გეგმის მიხედვით, პირველი ზღვაში „ივან როგოვი“ გავა.
საწარმოს სპეციალისტებს აქვთ 2-3 რანგის საბრძოლო ხომალდებისა და ატომური ელექტროსადგურის მქონე გემების აგების გამოცდილება.
„როსტექში“ აცხადებენ (რომლის შემადგენლობაშიც მოქმედებს „ვერტოლიოტი როსიი“), რომ მზად არიან კიდევ უფრო გაზარდონ შეიარაღების წარმოება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის.
სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესაბამისად, რუსეთი „არ დაუშვებს სხვა სახელმწიფოების საზღვაო ძალების მნიშვნელოვან უპირატესობას საზღვაო ძალებზე და შეეცდება დაიმკვიდროს მეორე ადგილი მსოფლიოში საბრძოლო შესაძლებლობების თვალსაზრისით".
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0