გარდაიცვალა მილან კუნდერა

© courtesy of The Booker Prizesმილან კუნდერა
მილან კუნდერა - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2023
გამოწერა
„ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის" ავტორი 94 წლის იყო.
თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი მწერალი, წარმოშობით ჩეხი მილან კუნდერა – XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანისტის, „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის" ავტორის გარდაცვალების შესახებ მორავიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა იტყობინება.
კუნდერა 11 ივლისს გარდაიცვალა, თუმცა ინფორმაცია ამის თაობაზე დღეს გავრცელდა, წერს Le Monde. მწერალი 94 წლისა იყო.
მილან კუნდერა (Milan Kundera) გამოჩენილი მწერალი-პროზაიკოსი, მთარგმნელი, პოეტი, დრამატურგი. დაიბადა ქალაქ ბრნოში (ჩეხოსლოვაკია). 1975 წელს ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. წერდა როგორც ჩეხურ, ისე ფრანგულ ენაზე.
მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია რომანები „ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე", „სიცილისა და დავიწყების წიგნი", „უკვდავება" და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0