https://sputnik-georgia.com/20230712/---------279495570.html
„კონსულტაციები გვიჩვენებს" - კობახიძე სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე
„კონსულტაციები გვიჩვენებს" - კობახიძე სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე
Sputnik საქართველო
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში წყდება, თუ ის სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს. 12.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-12T18:00+0400
2023-07-12T18:00+0400
2023-07-12T22:29+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23345/69/233456917_0:25:1500:869_1920x0_80_0_0_d7ddeaee45fc16543b03a9d448902790.jpg
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოსთან მეგობრულ კონსულტაციებს გამართავს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს 14 ივლისს განიხილავს.პარლამენტის რეგლამენტის მეექვსე მუხლის მიხედვით, დეპუტატის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში წყდება, თუ ის სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს.სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი საბურთალოს №3 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, პარლამენტის იმ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩიეს, შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება კანონით დადგენილი წესით – აპრილში ან ოქტომბერში.დავით სერგეენკო პარლამენტს ტოვებს>>>თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში შეწყდა, პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე პერიოდში შეწყდა – უახლოეს აპრილში. უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება.საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.ხმები წასვლის შესახებხმები იმის შესახებ, რომ სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას გეგმავდა, მასმედიაში ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა.მაშინ ხუთმა დეპუტატმა, რომლებიც პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში კი მათი ადგილი პარტიული სიით მომდევნო პირებმა დაიკავეს.მაშინ სერგეენკო მათ შორის არ აღმოჩნდა. თუმცა, მარტის ბოლოს მმართველმა პარტიამ იგი ორი საპარლამენტო კომიტეტიდან – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვია.იმ პერიოდში თავად სერგეენკომ არ გასცა ცალსახა პასუხი კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის პარტიას და მანდატს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მისთვის მეათე მოწვევის პარლამენტი არის ბოლო სამუშაო ადგილი საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში. სერგეენკომ დასძინა, რომ ექიმად მუშაობა ურჩევნია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23345/69/233456917_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_5b782a56a3d07b199fe07402092f4af6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
„კონსულტაციები გვიჩვენებს" - კობახიძე სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე
18:00 12.07.2023 (განახლებულია: 22:29 12.07.2023) პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში წყდება, თუ ის სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს.
თბილისი, 12 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოსთან მეგობრულ კონსულტაციებს გამართავს, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სერგეენკოსთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს 14 ივლისს განიხილავს.
„როგორც ვიცი, გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო კომიტეტზე ეს საკითხი. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ჩვენ დავით სერგეენკოსთან კონსულტაციები გვექნება და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას", – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
პარლამენტის რეგლამენტის მეექვსე მუხლის მიხედვით, დეპუტატის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში წყდება, თუ ის სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით გააცდენს.
„მე ამას არაფერს ვუკავშირებ, ბატონი დავითი ჩვენი მეგობარია. მასთან მეგობრული კონსულტაციები გვექნება და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ბატონ დავითს რამდენად სურს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება. კონსულტაციები ყველაფერს გვიჩვენებს", – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
სერგეენკო მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი საბურთალოს №3 მაჟორიტარული ოლქიდან გახდა. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, პარლამენტის იმ წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რომელიც მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩიეს, შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება კანონით დადგენილი წესით – აპრილში ან ოქტომბერში.
თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე პერიოდში შეწყდა, პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე პერიოდში შეწყდა – უახლოეს აპრილში. უშუალოდ საპარლამენტო არჩევნების წელს შუალედური არჩევნები არ ტარდება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება.
ხმები იმის შესახებ, რომ სერგეენკო საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას გეგმავდა, მასმედიაში ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა.
მაშინ ხუთმა დეპუტატმა, რომლებიც პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიით მოხვდნენ, სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა, საკანონმდებლო ორგანოში კი მათი ადგილი პარტიული სიით მომდევნო პირებმა დაიკავეს.
მაშინ სერგეენკო მათ შორის არ აღმოჩნდა. თუმცა, მარტის ბოლოს მმართველმა პარტიამ იგი ორი საპარლამენტო კომიტეტიდან – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვია.
იმ პერიოდში თავად სერგეენკომ არ გასცა ცალსახა პასუხი კითხვაზე, ტოვებს თუ არა ის პარტიას და მანდატს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ მისთვის მეათე მოწვევის პარლამენტი არის ბოლო სამუშაო ადგილი საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში. სერგეენკომ დასძინა, რომ ექიმად მუშაობა ურჩევნია.