ქუთაისის აეროპორტის რეისების ნაწილს თბილისის აეროპორტი მიიღებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
გამოწერა
ქუთაისის აეროპორტიდან ზოგიერთი რეისი განრიგის მიხედვით შესრულდება.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი მიიღო ქუთაისის ნაცვლად, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ძლიერი წვიმის გამო 10 ივლისს, საღამოს დროებით დაიკეტა. წვიმამ აეროპორტის შენობაში გაჟონა. ამ დროისათვის აეროპორტის თანამშრომლები დატბორილ ტერიტორიას წმენდენ. თვითმხილველების თქმით, აეროპორტის ერთ-ერთ დარბაზში სახურავის ნაწილი ჩამოიშალა, ნაგებობების ნაწილი დატბორილია.
თბილისის აეროპორტმა ქუთაისის ნაცვლად უკვე მიიღო პარიზის, დორტმუნდის, ბარსელონის რეისები.
ქუთაისის აეროპორტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა: გადადებულია ფრენები>>
ზოგიერთი რეისი კი ქუთაისის აეროპორტიდან მაინც განხორციელდება, კერძოდ, განრიგის შესაბამისად შესრულდება ქუთაისი–სალონიკის, ქუთაისი–პოზნანის, ქუთაისი–პრაღის რეისები.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტის დაკეტვის გამო გადაიდო რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის პირველი რეისი მოსკოვიდან ქუთაისში.
ყველა ახალი ამბავი
0