https://sputnik-georgia.com/20230711/metros-sadguri-varketili-remonti-279459490.html
დაიკეტება თუ არა მეტროს სადგური „ვარკეთილი" რემონტის გამო
დაიკეტება თუ არა მეტროს სადგური „ვარკეთილი" რემონტის გამო
Sputnik საქართველო
სამუშაოები ერთი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს, აღნიშნავენ კომპანიაში. 11.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-11T14:09+0400
2023-07-11T14:09+0400
2023-07-11T20:18+0400
თბილისი დღეს
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/27/239102791_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_62540da053dd7ceb61b7508093a60f5d.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ამ ეტაპზე არ არსებობს მეტროს სადგურ „ვარკეთილის" დაკეტვის აუცილებლობა, სადაც ამჟამად რემონტი მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, განუცხადეს მედიაპლატფორმა BMG-ს დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიაში. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვარკეთილის" ჭერის დემონტაჟისთვის სადგური ორი თვით – ივლისი-აგვისტოს პერიოდში დაიკეტებოდა. ჭერს, რომელიც სადგურის წინა რეკონსტრუქციის შემდეგ მალევე ჩამოინგრა, ახლა თანამედროვე მასალებით გაარემონტებენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თუ სადგურის დაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ გაიზრდება ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების რაოდენობა. "ვარკეთილის" სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი" ახორციელებს, რომელმაც ბოლოს მეტროს სადგურ „ავლაბრის" სარეაბილიტაციო პროექტი შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს. რეკონსტრუქცია ითვალისწინებს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს. ეს მეტროს სადგურის რემონტის მეორე მცდელობაა. 2018 წლის იანვარში „ვარკეთილის" სადგურში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც მაშინ 11 ადამიანი დაშავდა. რემონტი სადგურზე 2017 წლის აგვისტოში დამთავრდა, რომელიც დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა. გარემონტდება თბილისის მეტროს კიდევ 12 სადგური>>მაშინ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი შეუსაბამო სამუშაოების შესრულების ბრალდება შპს „გეომეფის" აღმასრულებელ დირექტორს, ასევე შპს „ყვარელმშენის" მენეჯერსა და მთავარ ინჟინერს წარუდგინეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23910/27/239102791_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_7f916de6fa4c734af2afd2a66bb6e2b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
თბილისი დღეს, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში
დაიკეტება თუ არა მეტროს სადგური „ვარკეთილი" რემონტის გამო
14:09 11.07.2023 (განახლებულია: 20:18 11.07.2023) სამუშაოები ერთი წლის შემდეგ უნდა დასრულდეს, აღნიშნავენ კომპანიაში.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ამ ეტაპზე არ არსებობს მეტროს სადგურ „ვარკეთილის" დაკეტვის აუცილებლობა, სადაც ამჟამად რემონტი მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, განუცხადეს მედიაპლატფორმა BMG-ს დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიაში.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვარკეთილის" ჭერის დემონტაჟისთვის სადგური ორი თვით – ივლისი-აგვისტოს პერიოდში დაიკეტებოდა. ჭერს, რომელიც სადგურის წინა რეკონსტრუქციის შემდეგ მალევე ჩამოინგრა, ახლა თანამედროვე მასალებით გაარემონტებენ.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის
ინფორმაციით, თუ სადგურის დაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ გაიზრდება ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი ავტობუსების რაოდენობა.
"ვარკეთილის" სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი" ახორციელებს, რომელმაც ბოლოს მეტროს სადგურ „ავლაბრის" სარეაბილიტაციო პროექტი შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულება 13,4 მლნ ლარს შეადგენს.
რეკონსტრუქცია ითვალისწინებს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს.
ეს მეტროს სადგურის რემონტის მეორე მცდელობაა. 2018 წლის იანვარში „ვარკეთილის" სადგურში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა, რის გამოც მაშინ 11 ადამიანი დაშავდა. რემონტი სადგურზე 2017 წლის აგვისტოში დამთავრდა, რომელიც დაახლოებით 348 ათასი ლარი დაჯდა.
მაშინ ამ საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის, ყალბი დოკუმენტების დამზადების და უსაფრთხოების მოთხოვნებისადმი შეუსაბამო სამუშაოების შესრულების ბრალდება შპს „გეომეფის" აღმასრულებელ დირექტორს, ასევე შპს „ყვარელმშენის" მენეჯერსა და მთავარ ინჟინერს წარუდგინეს.