GWP: თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Stringerსამზარეულოს ონკანი
სამზარეულოს ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. თბილისის მოსახლეობის ნაწილს 12 ივლისის 14:00 საათიდან 13 ივლისის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, GWP ხვალ, 12 ივლისს ნაძალადევის რაიონში, მუხრანის ქუჩის N84-თან სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში: გეგუთის, სვირის, ზეკარის, მირზაანის, ბუგეულის, წერონისის, თოდრიას, მაჩხაანის, ჟღენტის, ლოტკინის მთის, ზაქარაიას, ხერთვისის, გორდის, ლაითურის, კლდეკარის, ნაქალაქევის, ხუდადოვის, ბეჟანიშვილის, დაისის, ღრმაღელეს, ილურიძის, ჯავის, დიდი ჯიხაიშის, კოკინაკის, ლომთათიძის, მოლოკოვის, გრუზინსკის, ბენდელიანის, ზედაზნის, უცნობ გმირთა, ბეშენოვის, გარეჯის, ახალ მოწამეთა, თიანეთის, ტიბაანის, მაჩხაანის, ბოგვის და მიმდებარე ქუჩებს, ივერთუბნის დასახლებას და მახათას აღმართის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0