https://sputnik-georgia.com/20230711/----miro-park-fest--279469257.html
თბილისში მირიან კუკავასადმი მიძღვნილი Miro Park Fest ჩატარდება
თბილისში მირიან კუკავასადმი მიძღვნილი Miro Park Fest ჩატარდება
Sputnik საქართველო
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ტრაგიკულად დაღუპული 20 წლის მირიან კუკავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი Miro Park Fest თბილისში წელს პირველად 14 ივლისს... 11.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-11T17:42+0400
2023-07-11T17:42+0400
2023-07-11T21:11+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/04/267139476_0:0:3148:1771_1920x0_80_0_0_76c651b0d1fd80ab03a4224e88b847b2.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ტრაგიკულად დაღუპული 20 წლის მირიან კუკავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი Miro Park Fest თბილისში წელს პირველად 14 ივლისს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.კუკავა 2022 წლის 28 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე მოკლეს. წვეულების სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალი წარმოადგენს პლატფორმას როგორც ახალბედა და ჩამოყალიბებული ხელოვანებისთვის, ისე სპორტსმენებისა და მუსიკოსებისთვის, რათა მათ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და წარმოაჩინონ მირიანის სიყვარული შემოქმედებითობისა და მეგობრული კონკურენციის მიმართ.ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის კედლების მოხატვა: ქართველი სტრიტ-არტები Sad Xar Mama, 235, LAMB, Oto, Disko, Chil1, Spore და Swamp პარკის კედლებს მოხატავენ.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პინგ-პონგის ფედერაციასთან თანამშრომლობით გაიმართება ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა დონის მოთამაშეები.ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ჯგუფები DRO, GTST111 და სხვა შემსრულებლები.ყველა ღონისძიებაზე, რომელიც ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩის №11-ში ჩატარდება, დასწრება თავისუფალია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/04/267139476_417:0:3148:2048_1920x0_80_0_0_2fc8044945cbb1b800e97fe98f8552ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ტრაგიკულად დაღუპული 20 წლის მირიან კუკავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი Miro Park Fest თბილისში წელს პირველად 14 ივლისს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
კუკავა 2022 წლის 28 ივლისს მცხეთის რაიონის სოფელ ცხვარიჭამიაში დაბადების დღეზე მოკლეს. წვეულების სტუმრების ნაწილს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას დანით ჭრილობები მიაყენა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
„ეს ფესტივალი გპირდებათ იყოს არაჩვეულებრივი გამოცდილება, სადაც ხელოვნება, სპორტი და მუსიკა იკვეთება და ხაზს უსვამს მირიანის განსაკუთრებულ წვლილს ურბანულ ხელოვნებაში", – განაცხადეს ორგანიზატორებმა და დასძინეს, რომ ღონისძიებას ტრადიციული სახე მიეცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალი წარმოადგენს პლატფორმას როგორც ახალბედა და ჩამოყალიბებული ხელოვანებისთვის, ისე სპორტსმენებისა და მუსიკოსებისთვის, რათა მათ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი და წარმოაჩინონ მირიანის სიყვარული შემოქმედებითობისა და მეგობრული კონკურენციის მიმართ.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის კედლების მოხატვა: ქართველი სტრიტ-არტები Sad Xar Mama, 235, LAMB, Oto, Disko, Chil1, Spore და Swamp პარკის კედლებს მოხატავენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პინგ-პონგის ფედერაციასთან თანამშრომლობით გაიმართება ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყველა დონის მოთამაშეები.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებენ ჯგუფები DRO, GTST111 და სხვა შემსრულებლები.
ყველა ღონისძიებაზე, რომელიც ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩის №11-ში ჩატარდება, დასწრება თავისუფალია.