საქართველოში კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდება

© photo: Sputnik / Stringerლისის ტბის ტერიტორია
ლისის ტბის ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2023
გამოწერა
ფესტივალში მონაწილეობას ვერ მიიღებენ 14 წლამდე მოზარდები.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. სოფელ სვერში გახსნილ სათავგადასავლო ბანაკის ტერიტორიაზე 15-16 ივლისს კლდეზე ცოცვის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალი გაიხსნება კემპინგით, პიკნიკით, მუსიკით და თამაშებით. მეორე დღეს დაიწყება შეჯიბრი, რომელიც დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მთამსვლელებს – როგორც პროფესიონალებს, ისე მოყვარულებს. მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია. ფესტივალში მონაწილეობას ვერ მიიღებენ 14 წლამდე მოზარდები.
ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, მონაწილეებს მოეთხოვებათ თან იქონიონ კლდეზე ცოცვისთვის აუცილებელი სრული აღჭურვილობა. დარეგისტრირებულ მონაწილეებს შეჯიბრების დღეს უფასოდ დაურიგდებათ ხილი, ტკბილეული, სასმელი წყალი და ენერგეტიკული სასმელები.
გარდა ამისა, ბანაკის ტერიტორიაზე ფესტივალის სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ცივი და ცხელი სასმელები, ასევე სხვადასხვა საკვები პროდუქტი. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 12 ივლისამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0