https://sputnik-georgia.com/20230711/--------279475159.html
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში სოჭიდან პირველი თვითმფრინავი ჩამოფრინდა
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში სოჭიდან პირველი თვითმფრინავი ჩამოფრინდა
Sputnik საქართველო
Red Wings-მა დღეს ასევე შეასრულა პირველი რეისი მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით, რომელიც 10 ივლისს უნდა შესრულებულიყო, მაგრამ ქუთაისში უამინდობის გამო გადაიდო. 11.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-11T19:47+0400
2023-07-11T19:47+0400
2023-07-11T22:32+0400
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველო
ახალი ამბები
ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279138889_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_40801e4609441eab39b7b4389e1df4af.jpg
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის სოჭიდან გამოფრენილი თვითმფრინავი თბილისში 17:50 საათზე დაეშვა. ეს არის პირველი პირდაპირი რეისი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.პირდაპირი ფრენა სოჭი–თბილისი–სოჭის მარშრუტზე 100 მგზავრზე გათვლილი Superjet 100-ის თვითმფრინავით განხორციელდა.გარდა ამისა, დღეს Red Wings-მა პირველი რეისი შეასრულა მოსკოვი–ქუთაისის მიმართულებით. თვითმფრინავი მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან დღეს, დილით გამოფრინდა და ქუთაისში 10:44 საათზე დაეშვა.რეისი 10 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რამდენიმე საათით დაკეტვის გამო გადაიდო. აეროპორტში პრობლემები ძლიერი წვიმის გამო შეიქმნა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დაიტბორა, ერთ-ერთ დარბაზში კი სახურავი ჩამოინგრა.საქართველოში ავიაკომპანია Red Wings-ის ფრენების დაწყება რამდენჯერმე გადაიდო. მასმედიის ინფორმაციით, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ავიაგადამზიდავს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ნებართვა არ ჰქონდა.2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.საქართველოს საგარეო უწყების განცხადება Georgian Airways-ის სანქცირებასთან დაკავშირებით >>ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.2022 წელს რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20% შეადგინეს, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1e/279138889_83:0:1503:1065_1920x0_80_0_0_0198d789e705da62918f57daebde2b03.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველო, ახალი ამბები, ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ თბილისში სოჭიდან პირველი თვითმფრინავი ჩამოფრინდა
19:47 11.07.2023 (განახლებულია: 22:32 11.07.2023) Red Wings-მა დღეს ასევე შეასრულა პირველი რეისი მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით, რომელიც 10 ივლისს უნდა შესრულებულიყო, მაგრამ ქუთაისში უამინდობის გამო გადაიდო.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. რუსული ავიაკომპანია Red Wings-ის სოჭიდან გამოფრენილი თვითმფრინავი თბილისში 17:50 საათზე დაეშვა. ეს არის პირველი პირდაპირი რეისი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
პირდაპირი ფრენა სოჭი–თბილისი–სოჭის მარშრუტზე 100 მგზავრზე გათვლილი Superjet 100-ის თვითმფრინავით განხორციელდა.
გარდა ამისა, დღეს Red Wings-მა პირველი რეისი შეასრულა მოსკოვი–ქუთაისის მიმართულებით. თვითმფრინავი მოსკოვის „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან დღეს, დილით გამოფრინდა და ქუთაისში 10:44 საათზე დაეშვა.
რეისი 10 ივლისს იყო დაგეგმილი, თუმცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რამდენიმე საათით დაკეტვის გამო გადაიდო. აეროპორტში პრობლემები ძლიერი წვიმის გამო შეიქმნა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დაიტბორა, ერთ-ერთ დარბაზში კი სახურავი ჩამოინგრა.
საქართველოში ავიაკომპანია Red Wings-ის ფრენების დაწყება რამდენჯერმე გადაიდო. მასმედიის ინფორმაციით, ეს უკავშირდებოდა იმას, რომ ავიაგადამზიდავს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ნებართვა არ ჰქონდა.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა 2019 წელს დაწესებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა საქართველოსთან. ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს პირველი რეისი რუსეთიდან საქართველოში შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა.
ამ დროისათვის საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის სურვილი ხუთმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
2022 წელს რუსეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა საქართველოში ჩამოსული უცხოელების საერთო რაოდენობის 20% შეადგინეს, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში – 21,25%.