უზბეკეთის პრეზიდენტი შემდეგი ვადით აირჩიეს

© photo: Sputnik / Sergey Subbotinშავქათ მირზიიოევი
შავქათ მირზიიოევი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2023
გამოწერა
უზბეკეთის კანონმდებლობით, კანდიდატი, რომელიც დააგროვებს 50% პლუს ერთ ხმას, სახელმწიფოს მეთაურად არჩეულად ითვლება.
თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. უზბეკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა შავქათ მირზიიოევმა გაიმარჯვა.

„რამდენადაც შავქათ მირზიიოევმა, წინასწარი მონაცემებით, ხმების 87,05% აიღო, კანონით ის პრეზიდენტად არის არჩეული“, – განაცხადა ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარემ ზაინიდინ ნიზამხოჯაევმა.

მან აღნიშნა, რომ უზბეკეთის კანონმდებლობით, კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმების 50% და ერთ ხმას, სახელმწიფოს მეთაურად არჩეულად მიიჩნევა.
უზბეკეთის მოსახლეობის 90,21%-მა 2023 წლის მაისში ხმა მისცა ცვლილებებს კონსტიტუციაში, რომლის თანახმად მირზიიოევის მართვის ვადა გაუქმდა, ხოლო სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილება ხუთიდან შვიდ წლამდე გაიზარდა. რეფერენდუმზე მოსახლეობის 84,54% გამოცხადდა.
ყველა ახალი ამბავი
0