https://sputnik-georgia.com/20230709/u-20---------279392014.html
U-20 მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში: ქართველები მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
U-20 მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში: ქართველები მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში 14 ივლისს ახალ ზელანდიას შეხვდება. 09.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-09T23:01+0400
2023-07-09T23:01+0400
2023-07-10T14:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/09/279390408_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_3ed6e247590c3c83d65d46b7dc9516d7.png
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები (U20) სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილისთვის მატჩში უელსის ნაკრებთან ანგარიშით 21:40 დამარცხდა.ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნეს. პეტრე ხუციშვილმა ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა – 3:0. მე-18 წუთზე მანვე მეორე საჯარიმო დარტყმა შეასრულა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა – 6:0.პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან უელსის ფეხბურთელები გააქტიურდნენ და სახიფათო შეტევების განხორციელება დაიწყეს. 35-ე წუთზე მსაჯმა თორნიკე კახოიძე მოედნიდან 10 წუთით გააძევა, მეტოქემ კი რაოდენობრივი უპირატესობა გამოიყენა – ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმი უელსის სასარგებლოდ 7:6 დასრულდა.უელსმა მეორე ტაიმში კიდევ მოუმატა და საბოლოოდ მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა – 40:21.ამ ქვეჯგუფის (V-VIII ადგილებისთვის) მეორე შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა ახალ ზელანდიას ანგარიშით 46:35 მოუგო.საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილის მოსაპოვებლად 14 ივლისს ახალ ზელანდიას შეხვდება.ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ თასისთვის ბრძოლა ოთხმა საუკეთესო გუნდმა გააგრძელა, მეორე ადგილებზე გასული შემდეგი ოთხი გუნდი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძვის, ხოლო მესამე ოთხეული – მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის.მე-12 ადგილზე გასული გუნდი Gaisad Alaf-ში გადავა. მას ამ წლის Alaf-ის გამარჯვებული შეცვლის, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/09/279390408_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_5acde38f87b9d23f1b9f9984247a8b7c.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
U-20 მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში: ქართველები მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ
23:01 09.07.2023 (განახლებულია: 14:55 10.07.2023) საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში 14 ივლისს ახალ ზელანდიას შეხვდება.
თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრები (U20) სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე ადგილისთვის მატჩში უელსის ნაკრებთან ანგარიშით 21:40 დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნეს. პეტრე ხუციშვილმა ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა – 3:0. მე-18 წუთზე მანვე მეორე საჯარიმო დარტყმა შეასრულა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა – 6:0.
პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან უელსის ფეხბურთელები გააქტიურდნენ და სახიფათო შეტევების განხორციელება დაიწყეს. 35-ე წუთზე მსაჯმა თორნიკე კახოიძე მოედნიდან 10 წუთით გააძევა, მეტოქემ კი რაოდენობრივი უპირატესობა გამოიყენა – ლელო გაიტანა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმი უელსის სასარგებლოდ 7:6 დასრულდა.
უელსმა მეორე ტაიმში კიდევ მოუმატა და საბოლოოდ მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა – 40:21.
ამ ქვეჯგუფის (V-VIII ადგილებისთვის) მეორე შეხვედრაში ავსტრალიის ნაკრებმა ახალ ზელანდიას ანგარიშით 46:35 მოუგო.
საქართველოს ნაკრები მეშვიდე ადგილის მოსაპოვებლად 14 ივლისს ახალ ზელანდიას შეხვდება.
ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ თასისთვის ბრძოლა ოთხმა საუკეთესო გუნდმა გააგრძელა, მეორე ადგილებზე გასული შემდეგი ოთხი გუნდი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის იბრძვის, ხოლო მესამე ოთხეული – მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის.
მე-12 ადგილზე გასული გუნდი Gaisad Alaf-ში გადავა. მას ამ წლის Alaf-ის გამარჯვებული შეცვლის, რომელიც კენიაში 15-30 ივლისს გაიმართება.