https://sputnik-georgia.com/20230709/-----279378103.html
„ერისიონი“ საბერძნეთში მუსიკალურ ფესტივალზე წარდგება
„ერისიონი“ საბერძნეთში მუსიკალურ ფესტივალზე წარდგება
Sputnik საქართველო
ფესტივალი „ოლიმპიკოსი“ „ერისიონის“ შთამბეჭდავი წარმოდგენით გაიხსნება. 09.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-09T12:32+0400
2023-07-09T12:32+0400
2023-08-17T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
საბერძნეთი
კულტურა საქართველოში
საქართველოს სიამაყე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276410750_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f15b51da60e407a319fea1b44e33a618.jpg
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი” საბერძნეთის ქალაქ კატერინში 9 ივლისს მუსიკალურ ფესტივალ „ოლიმპიკოსზე“ წარდგება.წელს ფესტივალი „ოლიმპიკოსი“ „ერისიონის“ შთამბეჭდავი წარმოდგენით გაიხსნება. კონცერტი ქალაქ კატერინის ცენტრალური პარკის ღია ამფითეატრში 21:00 საათზე დაიწყება.ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაფუძნდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.ანსამბლში ასზე მეტი ნიჭიერი არტისტია, რომელთა ნაწილი დახვეწილი აკრობატული ელემენტების გამოყენებით ცეკვავს, ხოლო მეორე ნაწილი უნიკალურ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს მღერის. გარდა ამისა, მსოფლიოში „ერისიონის“ არტისტები იმ მცირერიცხოვანთა რიცხვში არიან, რომლებიც დაეუფლნენ „პოპ-პოინტის“ ტექნიკას – ცეკვის ხელოვნებას რბილი ტყავის ბალეტის ფეხსაცმელში.
საქართველო
საბერძნეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/04/276410750_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_f28733ced77484315686953b5abab858.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საბერძნეთი , კულტურა საქართველოში, საქართველოს სიამაყე
ახალი ამბები, საქართველო, საბერძნეთი , კულტურა საქართველოში, საქართველოს სიამაყე
„ერისიონი“ საბერძნეთში მუსიკალურ ფესტივალზე წარდგება
12:32 09.07.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) ფესტივალი „ოლიმპიკოსი“ „ერისიონის“ შთამბეჭდავი წარმოდგენით გაიხსნება.
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი” საბერძნეთის ქალაქ კატერინში 9 ივლისს მუსიკალურ ფესტივალ „ოლიმპიკოსზე“ წარდგება.
წელს ფესტივალი „ოლიმპიკოსი“ „ერისიონის“ შთამბეჭდავი წარმოდგენით გაიხსნება. კონცერტი ქალაქ კატერინის ცენტრალური პარკის ღია ამფითეატრში 21:00 საათზე დაიწყება.
„გელით ყველას ქართული ქორეოგრაფიის და პოლიფონიის დაუვიწყარ საღამოზე“, - ნათქვამია ანსამბლის ვებგვერდზე.
ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაფუძნდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.
ანსამბლში ასზე მეტი ნიჭიერი არტისტია, რომელთა ნაწილი დახვეწილი აკრობატული ელემენტების გამოყენებით ცეკვავს, ხოლო მეორე ნაწილი უნიკალურ ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს მღერის. გარდა ამისა, მსოფლიოში „ერისიონის“ არტისტები იმ მცირერიცხოვანთა რიცხვში არიან, რომლებიც დაეუფლნენ „პოპ-პოინტის“ ტექნიკას – ცეკვის ხელოვნებას რბილი ტყავის ბალეტის ფეხსაცმელში.