მესტიაში მანქანა მდინარეში გადავარდა: დაღუპულია ორი ახალგაზრდა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2023
გამოწერა
ორივე დაღუპული სოფელ უშგულის მცხოვრებია.
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც მანქანა მდინარეში გადავარდა.
ორივე დაღუპული სოფელ უშგულის მცხოვრებია.
დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა მდინარიდან ამოიყვანეს.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“
ყველა ახალი ამბავი
0