https://sputnik-georgia.com/20230709/-------279377123.html
ახალციხეში ყირიმ-კონგოს ცხელების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალციხეში ყირიმ-კონგოს ცხელების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების შემთხვევები ძირითადად აპრილ-მაისში ვლინდება, როცა ტკიპები აქტიურდებიან. 09.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-09T11:10+0400
2023-07-09T11:10+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ჯანდაცვა საქართველოში
სამცხე-ჯავახეთი
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23133/84/231338411_0:227:2838:1823_1920x0_80_0_0_156029972e71db7df9ac035d385c3bc5.jpg
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება 58 წლის კაცს დაუდასტურდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე" .მამაკაცი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი მათგანი, 60 წლამდე ასაკის ექიმი გარდაიცვალა.დაავადების შემთხვევები შემდეგ სოფლებში დაფიქსირდა: ასპინძის მუნიციპალიტეტი – ტოლოში, ძველი, რუსთავი, ოთა. ადიგენის მუნიციპალიტეტი – აბასთუმანი, ნაქურდევი, ახალციხის მუნიციპალიტეტი – ანდრიაწმინდა, მუსხი, წყალთბილა, ანდა.ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) – განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება.საქართველოში ყირიმ-კონგოს პირველი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა.სხვადასხვა ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგოს ცხელება გავრცელებულია აზიის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში.წყარო - საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე"
საქართველო
სამცხე-ჯავახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23133/84/231338411_54:0:2785:2048_1920x0_80_0_0_0366951e025d48660d0e5a760f34fdf5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთი, ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთი, ექიმის რჩევები
ახალციხეში ყირიმ-კონგოს ცხელების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
11:10 09.07.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) საქართველოში ყირიმ-კონგოს დაავადების შემთხვევები ძირითადად აპრილ-მაისში ვლინდება, როცა ტკიპები აქტიურდებიან.
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდაში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება 58 წლის კაცს დაუდასტურდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე" .
მამაკაცი თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა გამოვლინდა, ერთი მათგანი, 60 წლამდე ასაკის ექიმი გარდაიცვალა.
დაავადების შემთხვევები შემდეგ სოფლებში დაფიქსირდა: ასპინძის მუნიციპალიტეტი – ტოლოში, ძველი, რუსთავი, ოთა. ადიგენის მუნიციპალიტეტი – აბასთუმანი, ნაქურდევი, ახალციხის მუნიციპალიტეტი – ანდრიაწმინდა, მუსხი, წყალთბილა, ანდა.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) – განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება.
საქართველოში ყირიმ-კონგოს პირველი შემთხვევა 2009 წელს დაფიქსირდა.
სხვადასხვა ქვეყანაში ლეტალობის მაჩვენებელი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგოს ცხელება გავრცელებულია აზიის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, რუსეთში, თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში.