გომბორის გზაზე მოტოციკლი სიმაღლიდან გადავარდა: გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2023
გამოწერა
თბილისი, 9 ივლისი - Sputnik. გომბორის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ავარიას 30 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოტოციკლი თავდაპირველად მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
მიმდინარეობს გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0