https://sputnik-georgia.com/20230708/16------------279359828.html
16 წლის ლუკა აბულაძის საქმე - პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა
16 წლის ლუკა აბულაძის საქმე - პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
ბათუმში დაკარგული მოზარდის ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში 7 ივლისს იპოვეს. 08.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-08T18:04+0400
2023-07-08T18:04+0400
2023-07-08T18:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_0:0:1024:576_1920x0_80_0_0_469e5531402cc306cc1b66fe9c33b421.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზედ გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულებმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე - წყლის ატრაქციონ - ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით 4 მოზარდი აიყვანეს.ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც სწრაფმავალი კატარღის საჭესთან იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, არასრულწლოვნებს სამაშველო ჟილეტები არ ეცვათ, ასევე მისთვის უცნობი იყო, შეეძლოთ თუ არა მათ ცურვა, ყოველგვარი უსაფრთხოების წესებისა და განმარტებების გარეშე დაძრა კატარღა, სწრაფი სვლით გაიყვანა მაფრთხილებელი ნიშნის - ტივტივასაგან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით ზღვის სიღრმეში, შემდეგ კი წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანიდან“ ბავშვების გადმოგდების მიზნით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, წყლის ატრაქციონის ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა, ბოლო მცდელობისას კი უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩავარდნენ.ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო და მისი გვამი 7 ივლისს იქნა აღმოჩენილი.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველი გახდა ორი პირი, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 -ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ხოლო ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23122/73/231227377_128:0:896:576_1920x0_80_0_0_78f6c6381b67f46f9bc2b37d635981c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში
16 წლის ლუკა აბულაძის საქმე - პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა
ბათუმში დაკარგული მოზარდის ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვაში 7 ივლისს იპოვეს.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზედ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულებმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე - წყლის ატრაქციონ - ე.წ. „ბანანზე“, გართობის მიზნით 4 მოზარდი აიყვანეს.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც სწრაფმავალი კატარღის საჭესთან იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, არასრულწლოვნებს სამაშველო ჟილეტები არ ეცვათ, ასევე მისთვის უცნობი იყო, შეეძლოთ თუ არა მათ ცურვა, ყოველგვარი უსაფრთხოების წესებისა და განმარტებების გარეშე დაძრა კატარღა, სწრაფი სვლით გაიყვანა მაფრთხილებელი ნიშნის - ტივტივასაგან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით ზღვის სიღრმეში, შემდეგ კი წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანიდან“ ბავშვების გადმოგდების მიზნით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, წყლის ატრაქციონის ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა, ბოლო მცდელობისას კი უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩავარდნენ.
„ბრალდებული ითვალისწინებდა რა არასრუწლოვნების დაღუპვის შესაძლებლობას, შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა სასიკვდილო შედეგის დადგომას. ასევე მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.
სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო და მისი გვამი 7 ივლისს იქნა აღმოჩენილი.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველი გახდა ორი პირი, თუმცა მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 -ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.