გამოცხადდა „ევროვიზია-2024“-ის ჩატარების დრო და ადგილი

© courtesy of Eurovision Song Contestევროვიზიის გამარჯვებულის სტატუეტი
ევროვიზიის გამარჯვებულის სტატუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2023
გამოწერა
კონკურსის ფინალი 11 მაისს „მალმე-არენას“ კომპლექსში გაიმართება
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. შვედეთის ქალაქი მალმე (Malmö) 2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს უმასპინძლებს. ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) იტყობინება.
ლივერპულში გამართული 2023 წლის ევროვიზიის გამარჯვებული შვედი მომღერალი ლორინი გახდა.
„მალმე შეირჩა ქალაქების სკრუპულოზური შერჩევის შემდეგ, რომლის დროსაც შესწავლილი იქნა კონკურსის მასპინძლობის ტექნიკური შესაძლებლობები; ათასობით დელეგაციის, გადამღები ჯგუფის, გულშემატკივრის და ჟურნალისტის განთავსების შესაძლებლობა; ინფრასტრუქტურა და სხვა კრიტერიუმები“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაზუსტებულია, რომ კონკურსის ფინალი 11 მაისს სპორტულ კომპლექს „მალმე არენაში“ გაიმართება, ნახევარფინალი კი იქვე 7 და 9 მაისს ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0