https://sputnik-georgia.com/20230708/----f5--279359371.html
სამეგრელოში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 იმართება
სამეგრელოში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 იმართება
Sputnik საქართველო
ფესტივალი სტუმრებს მრავალფეროვან ლიტერატურულ და მუსიკალურ პროგრამას სთავაზობს. 08.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-08T17:08+0400
2023-07-08T17:08+0400
2023-08-17T19:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
სამეგრელო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/08/279351338_0:101:1944:1195_1920x0_80_0_0_378ec5e78500042b4fa72003ad322cd3.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ზუგდიდში მიმდინარეობს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5, რომელშიც ქართველი პოეტები, მწერლები, კინომცოდნეები და მუსიკოსები მონაწილეობენ.თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს, აღნიშნავენ ორგანიზატორები.F5-ის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.ფესტივალს ტრადიციულად ორი მიმართულება ექნება - ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი. ფესტივალის ლიტერატურული ნაწილის მონაწილეები იქნებიან: ლია სტურუა, ზურაბ ქარუმიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ეკატერინე ტოგონიძე, ბექა ადამაშვილი, თუთა ჯგუშია, გიო ლომიძე, ნატალია ტროხიმი, გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, ნათია გიორგაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ნატა ლომოური, ზეინაბ სარია, თემურ ელიავა, ნინი შველიძე, ბესიკ არახამია, ანა ჯავახიშვილი, ხათუნა გოგია და გიორგი არაბული.ფესტივალის ორგანიზატორები არიან ქართველი პოეტები ნიკა ლაშხია და გიორგი შონია. ღონისძიებები Zugdidi Mall-ში იმართება, დასწრება თავისუფალია.
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/08/279351338_109:0:1837:1296_1920x0_80_0_0_572f1fc9ec03fe0651b090756cdf9841.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, სამეგრელო , კულტურა საქართველოში
სამეგრელოში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5 იმართება
17:08 08.07.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) ფესტივალი სტუმრებს მრავალფეროვან ლიტერატურულ და მუსიკალურ პროგრამას სთავაზობს.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ზუგდიდში მიმდინარეობს თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი F5, რომელშიც ქართველი პოეტები, მწერლები, კინომცოდნეები და მუსიკოსები მონაწილეობენ.
თანამედროვე სახელოვნებო პროცესი და აქტივობა ხშირად ცენტრალიზებულია და არ სცდება თბილისსა და რამდენიმე ტურისტულ ცენტრს, აღნიშნავენ ორგანიზატორები.
„მიუხედავად ისტორიულ-კულტურული კონტექსტისა, სხვადასხვა საინტერესო აქტივობისა, არც ზუგდიდია გამონაკლისი ამ მიმართულებით და ადგილობრივი კულტურული პროცესი მეტად პასიურია“, - ნათქვამია განცხადებაში.
F5-ის მიზანია სახელოვნებო პროცესის დეცენტრალიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების ჩართულობით რეგიონში კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების ხელშეწყობა.
ფესტივალს ტრადიციულად ორი მიმართულება ექნება - ლიტერატურული და მუსიკალური ნაწილი. ფესტივალის ლიტერატურული ნაწილის მონაწილეები იქნებიან: ლია სტურუა, ზურაბ ქარუმიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, ზურა ჯიშკარიანი, ეკატერინე ტოგონიძე, ბექა ადამაშვილი, თუთა ჯგუშია, გიო ლომიძე, ნატალია ტროხიმი, გიორგი კეკელიძე, ხათუნა ცხადაძე, ნათია გიორგაძე, გაგა ნახუცრიშვილი, ნატა ლომოური, ზეინაბ სარია, თემურ ელიავა, ნინი შველიძე, ბესიკ არახამია, ანა ჯავახიშვილი, ხათუნა გოგია და გიორგი არაბული.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან ქართველი პოეტები ნიკა ლაშხია და გიორგი შონია. ღონისძიებები Zugdidi Mall-ში იმართება, დასწრება თავისუფალია.