https://sputnik-georgia.com/20230708/-----279365329.html
პაპუაშვილი: პრეზიდენტი პოლიციის კრიტიკას ახალისებს
პაპუაშვილი: პრეზიდენტი პოლიციის კრიტიკას ახალისებს
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა „თბილისი პრაიდის“ ჩაშლის შეფასებისას განაცხადა, რომ პოლიციამ ფესტივალის ჩატარება ვერ უზრუნველყო 08.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-08T22:43+0400
2023-07-08T22:43+0400
2023-07-09T01:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/02/275418832_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_232120561965a5591a97f294e6622eb5.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალისებს იმას, რომ უცხოელმა ელჩებმა პოლიციის ქმედებები გააკრიტიკონ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა ლგბტ-თემის მხარდამჭერი Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლის კომენტირებისას განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო ფესტივალის ჩატარება. მოგვიანებით, პოლიციის ქმედება საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.ფესტივალი, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით აგრესიულმა მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და სამართალდამცავები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი იყო შეირაღებული სხვადასხვა საგნებით, მათ შორის კეტებით, ლგბტ-თემის და ჟურნალისტებს მიმართ უცენზურო გამონათქვამებს იყენებდა, უწევდა წინააღმდეგობას პოლიციას.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ღონისძიების ჩაშლის მთავარია მიზეზია ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნებოდა.იმავდროულად, ფესტივალის ორგანიზატორებმა პოლიცია უსაფრთხოების არასაკმარის ზომებში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ თვითონ მისცა შესაძლებლობა კონტრაქციის მონაწილეებს, ფესტივალის ჩატარების ადგილამდე შეუფერხებლად მისულიყვნენ.მოვლენების ქრონოლოგიალგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.შსს კი გარანტიებს იძლეოდა, რომ კვირეულის ბოლო ღონისძიების ჩატარებას უზრუნველყოფდა. ღონისძიების უსაფრთხოების გარანტიას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ითხოვდა.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/02/275418832_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_583ef125f2585b5b531099515cf6ec17.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი
პაპუაშვილი: პრეზიდენტი პოლიციის კრიტიკას ახალისებს
22:43 08.07.2023 (განახლებულია: 01:13 09.07.2023) ზურაბიშვილმა „თბილისი პრაიდის“ ჩაშლის შეფასებისას განაცხადა, რომ პოლიციამ ფესტივალის ჩატარება ვერ უზრუნველყო
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალისებს იმას, რომ უცხოელმა ელჩებმა პოლიციის ქმედებები გააკრიტიკონ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ლგბტ-თემის მხარდამჭერი Tbilisi Pride-ის ფესტივალის ჩაშლის კომენტირებისას განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ უზრუნველყო ფესტივალის ჩატარება. მოგვიანებით, პოლიციის ქმედება საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს.
„როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი უყურებს, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიციაზე ასეთი პრეტენზიებით საუბრობს, სხვასაც ეძლევა შესაძლებლობა, რომ ჩვენს პოლიციაზე ასეთი რაღაცები თქვას. მართალია, დღეს ჩვენმა პოლიციამ ვერ უზრუნველყო ამ ღონისძიების ჩატარება, მაგრამ პრიორიტეტები სწორად დასახა და იზრუნა მთავარზე – ადამიანის ჯანმრთელობაზე. პოლიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ფესტივალი, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა იმის გამო, რომ ფესტივალის ასობით აგრესიულმა მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და სამართალდამცავები, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, იძულებული გახდნენ მონაწილეების და ორგანიზატორების ევაკუაცია მოეხდინათ. აქციის მონაწილეთა ნაწილი იყო შეირაღებული სხვადასხვა საგნებით, მათ შორის კეტებით, ლგბტ-თემის და ჟურნალისტებს მიმართ უცენზურო გამონათქვამებს იყენებდა, უწევდა წინააღმდეგობას პოლიციას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ ღონისძიების ჩაშლის მთავარია მიზეზია ამ რაოდენობის კონტრაქციის მონაწილეების პირობებში ღია სივრცეში ღონისძიების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან რთული იქნებოდა.
იმავდროულად, ფესტივალის ორგანიზატორებმა პოლიცია უსაფრთხოების არასაკმარის ზომებში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ თვითონ მისცა შესაძლებლობა კონტრაქციის მონაწილეებს, ფესტივალის ჩატარების ადგილამდე შეუფერხებლად მისულიყვნენ.
ლგბტ თემის უფლებების დამცველთა ღონისძიებას ნეგატიურად აღიქვამს საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი. ნებისმიერ მცდელობას, ჩატარდეს ღია ღონისძიება, კონტრაქციები და დაპირისპირებები სდევს თან.
ფესტივალის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ე.წ. ლგბტ მოძრაობა ადამიანის უფლებების დაცვის, ტოლერანტობისა და მიმღებლობის ქოლგის ქვეშ ახორციელებს შორს მიმავალ გეგმებს და მისი ნამდვილი მიზანი არის არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ კულტურული კოდის შეცვლა და გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვა.
შსს კი გარანტიებს იძლეოდა, რომ კვირეულის ბოლო ღონისძიების ჩატარებას უზრუნველყოფდა. ღონისძიების უსაფრთხოების გარანტიას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ითხოვდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უსაფრთხოების არასაკმარისი ზომების გამო სახელმწიფოს უკვე რამდენჯერმე დაავალა კომპენსაციის გადახდა ასეთ დაპირისპირებაში დაშავებული პირებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია ლგბტ საკითხზე საჯარო დისკუსიის დაწყება და გარკვევა, რა არის მისაღები და რა მიუღებელი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა ქრისტიანულ ღირებულებებს და ოჯახის ინსტიტუტს, ამიტომაც საკითხი დარეგულირებას საჭიროებს.