https://sputnik-georgia.com/20230708/-----279351991.html
საქართველო გლობალურ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
საქართველო გლობალურ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე წარმოდგენილია ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის 60-მდე უმსხვილესი სავაჭრო კომპანია 08.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-08T13:50+0400
2023-07-08T13:50+0400
2023-07-08T13:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/08/279348097_54:342:550:621_1920x0_80_0_0_68eead3d9e5de6dc2366bef91a0d0f9c.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს ბიზნეს ტურიზმის სფეროში გლობალურ საერთაშორისო ფორუმს m&i, ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე.ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი 60-მდე გაყიდვების კომპანიაა წარმოდგენილი. m&i-ის ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან B2B-ის ფარგლებში შეხვედრები გამართეს.ფორუმის ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროა, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები არიან წარმოდგენილები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/08/279348097_99:336:560:682_1920x0_80_0_0_b092e723e2bd6420adfa8e0d3881443a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველო გლობალურ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
ღონისძიებაზე წარმოდგენილია ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის 60-მდე უმსხვილესი სავაჭრო კომპანია
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასპინძლობს ბიზნეს ტურიზმის სფეროში გლობალურ საერთაშორისო ფორუმს m&i, ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე.
ფორუმის მიზანია საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კონფერენციების, ფორუმების, კონგრესების ჩატარება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაში ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი 60-მდე გაყიდვების კომპანიაა წარმოდგენილი. m&i-ის ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან B2B-ის ფარგლებში შეხვედრები გამართეს.
„ეს ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა აქვს ღირსეული ადგილი დაიკავოს მსოფლიოს რუკაზე, როგორც დანიშნულების ადგილმა, სადაც ადამიანებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს B2B ფორმატში შეხვედრები ქართულ კომპანიებთან, რომლებიც საქმიანი ტურიზმის დარგში მოღვაწეობენ“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ფორუმის ორგანიზატორი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროა, რომელიც ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთები არიან წარმოდგენილები.