„პრაიდის ფესტივალის“ მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს

© photo: Sputnik / Stringerლგბტ-მოწინააღმდეგეთა აქცია
ლგბტ-მოწინააღმდეგეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2023
გამოწერა
ადგილზე ვითარება უკონტროლო გახდა მას შემდეგ, რაც ფესტივალის ასობით მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და ფესტივალის ჩატარების ტერიტორიას მიუახლოვდა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. Tbilisi Pride-ის დირექტორმა მარიამ კვარაცხელიამ განცხადება გაავრცელა - ფესტივალის ჩატარების ადგილიდან ევაკუაცია განხორციელდა.
ფესტივალი 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო. ტერიტორიაზე მხოლოდ ორგანიზატორები იყვნენ. ადგილზე ვითარება უკონტროლო გახდა მას შემდეგ, რაც ფესტივალის ასობით მოწინააღმდეგემ პოლიციის კორდონები გაარღვია და ფესტივალის ჩატარების ტერიტორიას მიუახლოვდა.
„მეგობრებო, არ ამოხვიდეთ აქ. ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა, არავინ არ დაშავებულა“, - დაწერა კვარაცხელიამ.
მოგვიანებით ორგანიზაციამ ევაკუაცია დაადასტურეს. „მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით", - ნათქვამია Tbilisi Pride-ს განცხადებაში.
მანამდე პოლიციამ „პრაიდის“ ფესტივალის ჩატარების საწინააღმდეგო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, იუწყება ტელეარხი „ფორმულა“.

რა ხდება „პრაიდზე“

ფესტივალს, რომელიც ლისის ტბასთან დახურულ ტერიტორიაზე იყო დაანონსებული, უნდა დაესრულებინა „პრაიდის კვირეული“ (Tbilisi Pride Week), რომელიც ორგანიზებულია ლგბტქი+ თემის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ.
პრაიდის ფესტივალის რამდენიმე ასეული მოწინააღმდეგე ფესტივალის ჩატარების ადგილის მიმდებარედ შეიკრიბა და პოლიციის კორდონი გაარღვია.
ტელეარხის ცნობით, დაკავებულებმა პოლიციას ღიად მიაყენეს შეურაცხყოფა და ჟურნალისტებზე თავდასხმა სცადეს. პოლიციამ დაადასტურა დაკავებები, მაგრამ დაკავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ამ დროისთვის ადგილზე ვითარება დაძაბულია. ფესტივალის მოწინააღმდეგეები ღონისძიების ჩატარების ადგილზე არიან.
ლგბტ-მოწინააღმდეგეებმა ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ვაჟა-ფშაველას ძეგლიდან ლისის ტბის ტერიტორიის მიმართულებით მსვლელობით გაიარეს. ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია არ დაუშვან ფესტივალის ჩატარება.
ყველა ახალი ამბავი
0