https://sputnik-georgia.com/20230708/--------279347079.html
მეგი ბაქრაძის საქმე: ბრალდებული ექიმები სხდომათა დარბაზში დააკავეს
მეგი ბაქრაძის საქმე: ბრალდებული ექიმები სხდომათა დარბაზში დააკავეს
Sputnik საქართველო
ორ ბრალდებულს 3-3 წლიანი პატიმრიბა შეეფარდა, ხოლო ერთს - 2 წლით და 6 თვით 08.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-08T10:10+0400
2023-07-08T10:10+0400
2023-08-17T18:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ჯანდაცვა საქართველოში
თბილისის საქალაქო სასამართლო
ექიმის რჩევები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_185:220:2876:1734_1920x0_80_0_0_1f91dc63e0f212116a551a141dc0ae90.jpg
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალციხის „იმედის“ კლინიკის ექიმები ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა.27 წლის მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს თბილისში გარდაიცვალა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გამოძიების ფარგლებში ამ კლინიკის ორ ექიმს და ერთ ექთანს ბრალი წარედგინათ პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. განაჩენის გამოცხადებამდე ისინი გირაოთი იყვნენ გათავისუფლებული.განაჩენის გამოცხადებისთანავე ორი მათგანი სხდომათა დარბაზში დააკავეს, ერთზე კი ძებნა გამოცხადდა.სასამართლომ დაადგინა, რომ კლინიკის ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულები იყვნენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხვისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იმუნიზაციის ექიმმა მათი თანდასწრებით პაციენტს ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ბრალდებულს დაზარალებულისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი ჯერჯერობით გამოტანილი არ არის.ექთნის გარდაცვალების საქმეროგორც პროკურატურამ დაადგინა, იმ დროს არსებული პროტოკოლის მიუხედავად, რომლის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში პაციენტი ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ექიმმა მეგი ბაქრაძე მხოლოდ 20 წუთის შემდეგ გასინჯა.გამოძიებით დადგინდა, რომ ექიმმა მედდა 2021 წლის 18 მარტს მხოლოდ მაშინ ნახა, როდესაც იგი უკვე ცუდად იყო – ახალგაზრდა ქალს კისრისა და გულ-მკერდის არეში სიწითლე აღენიშნებოდა და სხვა ექიმები ვენაში კათეტერს უდგამდნენ, რადგანაც მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.მიუხედავად ამისა, ექიმმა, რომელიც ვალდებული იყო მედდისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინა, კლინიკიდან წავიდა.პროკურატურის განცხადებით, რამდენადაც ბაქრაძეს დროულად არ აღმოუჩინეს დახმარება, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ანაფილაქსიური შოკით გამოწვეული გართულებების შედეგად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23532/59/235325988_442:190:2501:1734_1920x0_80_0_0_ab0e6d3486943f761fd300ef380568d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ჯანდაცვა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ექიმის რჩევები, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, ჯანდაცვა საქართველოში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ექიმის რჩევები, covid-19
მეგი ბაქრაძის საქმე: ბრალდებული ექიმები სხდომათა დარბაზში დააკავეს
10:10 08.07.2023 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) ორ ბრალდებულს 3-3 წლიანი პატიმრიბა შეეფარდა, ხოლო ერთს - 2 წლით და 6 თვით
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალციხის „იმედის“ კლინიკის ექიმები ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნო, იუწყება საქართველოს გენერალური პროკურატურა.
27 წლის მეგი ბაქრაძე 2021 წლის 19 მარტს თბილისში გარდაიცვალა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გამოძიების ფარგლებში ამ კლინიკის ორ ექიმს და ერთ ექთანს ბრალი წარედგინათ პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. განაჩენის გამოცხადებამდე ისინი გირაოთი იყვნენ გათავისუფლებული.
განაჩენის გამოცხადებისთანავე ორი მათგანი სხდომათა დარბაზში დააკავეს, ერთზე კი ძებნა გამოცხადდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ კლინიკის ექიმმა, ექთანმა და რეანიმაციული განყოფილების უმცროსმა ექიმმა, მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებლის მიერ გაფრთხილებულები იყვნენ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და ექიმისთვის პასუხისმგებლობის არიდების მოტივით გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. გამოკითხვისას ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, იმუნიზაციის ექიმმა მათი თანდასწრებით პაციენტს ადრენალინი გაუკეთა, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ სინამდვილეში ბრალდებულს დაზარალებულისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია.
სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ორ ბრალდებულს 3-3 წლით, ხოლო ერთს 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ორი ბრალდებული სასამართლო დარბაზში დააკავეს, ხოლო ერთი ბრალდებულის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე განაჩენი ჯერჯერობით გამოტანილი არ არის.
ექთნის გარდაცვალების საქმე
როგორც პროკურატურამ დაადგინა, იმ დროს არსებული პროტოკოლის მიუხედავად, რომლის თანახმად, ვაქცინაციის შემდეგ ნახევარი საათის განმავლობაში პაციენტი ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო, ექიმმა მეგი ბაქრაძე მხოლოდ 20 წუთის შემდეგ გასინჯა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ექიმმა მედდა 2021 წლის 18 მარტს მხოლოდ მაშინ ნახა, როდესაც იგი უკვე ცუდად იყო – ახალგაზრდა ქალს კისრისა და გულ-მკერდის არეში სიწითლე აღენიშნებოდა და სხვა ექიმები ვენაში კათეტერს უდგამდნენ, რადგანაც მას ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
მიუხედავად ამისა, ექიმმა, რომელიც ვალდებული იყო მედდისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინა, კლინიკიდან წავიდა.
პროკურატურის განცხადებით, რამდენადაც ბაქრაძეს დროულად არ აღმოუჩინეს დახმარება, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ანაფილაქსიური შოკით გამოწვეული გართულებების შედეგად თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 19 მარტს გარდაიცვალა.