სკანდალი ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით – პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეტალებს ელოდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან კენჭისყრასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოითხოვა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესების ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ კენჭისყრაზე დეტალური ინფორმაცია სთხოვა.
საქართველოს პარლამენტმა 3 ივლისს ხმების უმრავლესობით გადალახა პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევის წესების ცვლილებების შესახებ. პროექტს მხარი 78–მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 14.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტისგან კენჭისყრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა.
პარლამენტმა პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია - იცვლება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი>>
გუშინ დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა დარღვევით მოხდა, რადგან სხდომას მმართველი პარტიის 78 დეპუტატი არ ესწრებოდა.
პარლამენტის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პროექტს მხარი დაუჭირა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 67–მა დეპუტატმა, ცხრამ – პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალიდან“, ორმა ჯგუფი „ევროპელი სოციალისტებიდან“. სულ რეგისტრაცია გაიარა 115–მა დეპუტატმა, არ ესწრებოდა – 25, საიდანაც 8 მმართველი პარტიის დეპუტატია და ერთი – სოციალისტების ჯგუფიდან.
ყველა ახალი ამბავი
0