https://sputnik-georgia.com/20230707/saqartvelo-pirvelad-gaxda-fao-wevri-279341288.html
საქართველო პირველად გახდა FAO-ს საბჭოს წევრი
საქართველო პირველად გახდა FAO-ს საბჭოს წევრი
Sputnik საქართველო
გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს, რომელიც რომში 1–7 ივლისს ჩატარდა. 07.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-07T20:51+0400
2023-07-07T20:51+0400
2023-07-07T22:35+0400
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
გაერო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/07/279338631_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_271c0710f7a2662a7ed0acfa6709bb69.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველო პირველად გახდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრი ქვეყანა ორი წლის ვადით – 2023 წლის 7 ივლისიდან 2025 წლის 30 ივნისამდე, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს, რომელიც რომში 1–7 ივლისს ჩატარდა.FAO-ს საბჭო ორგანიზაციის 49 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. მათი არჩევა ორგანიზაციის კონფერენციაზე ორ წელიწადში ერთხელ ხდება.საბჭო, კონფერენციის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს აღმასრულებელ ორგანოს. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროსთან, ასევე ორგანიზაციის სამუშაო პროგრამასთან, ბიუჯეტთან, ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/07/279338631_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_1a749aa4e945b913c1834b44adb84032.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გაერო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, გაერო
საქართველო პირველად გახდა FAO-ს საბჭოს წევრი
20:51 07.07.2023 (განახლებულია: 22:35 07.07.2023) გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს, რომელიც რომში 1–7 ივლისს ჩატარდა.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. საქართველო პირველად გახდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საბჭოს წევრი ქვეყანა ორი წლის ვადით – 2023 წლის 7 ივლისიდან 2025 წლის 30 ივნისამდე, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება FAO-ს 43-ე კონფერენციის ფარგლებში მიიღეს, რომელიც რომში 1–7 ივლისს ჩატარდა.
FAO-ს საბჭო ორგანიზაციის 49 წევრი სახელმწიფოსგან შედგება. მათი არჩევა ორგანიზაციის კონფერენციაზე ორ წელიწადში ერთხელ ხდება.
საბჭო, კონფერენციის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს აღმასრულებელ ორგანოს. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროსთან, ასევე ორგანიზაციის სამუშაო პროგრამასთან, ბიუჯეტთან, ადმინისტრაციულ და ფინანსურ მართვასთან დაკავშირებული საკითხები.