https://sputnik-georgia.com/20230707/abramishvilis-naxati-bonhams-auqcionze-gaiyida-279321484.html
მერაბ აბრამიშვილის ტილო Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდა
მერაბ აბრამიშვილის ტილო Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდა
Sputnik საქართველო
ქართველი ფერმწერის ნამუშევრები დიდი წარმატებით სარგებლობს სხვადასხვა აუქციონებზე. 07.07.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-07-07T11:00+0400
2023-07-07T11:00+0400
2023-08-17T19:47+0400
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/16/272361457_0:149:950:683_1920x0_80_0_0_8a2296a7f5605180791f778b852b24c7.jpg
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი „შავი ლეოპარდი“ ლონდონის Bonhams-ის საერთაშორისო აუქციონზე 89,6 ათას ევროდ გაიყიდა.აღსანიშნავია, რომ აუქციონზე 47 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათგან აბრამიშვილის ტილო ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა. ბრიტანული და ევროპული ხელოვნების აუქციონზე სულ წარმოდგენილი იყო მერაბ აბრამიშვილის ოთხი ნამუშევარი ევროპული კოლექციიდან. აბრამიშვილის ნამუშევრები საერთაშორისო აუქციონებში 2014 წლიდან მონაწილეობს.ქართველი მხატვარი მერაბ აბრამიშვილი 1957 წლის 16 მარტს საქართველოში დაიბადა. 1972-1976 წლებში ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში სწავლობდა. 1981 წელს აბრამიშვილმა თბილისის სახელმწიფო ხელოვნების აკადემია დაამთავრა, 1987 წელს კი თავისი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი „300 არაგველი“ შექმნა.აბრამიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი იყო (1988–2006). გამომსახველობით ხელოვნებას ასწავლიდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში. მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნამუშევრებს როგორც რელიგიურ, ისე ანიმალისტურ თემებზე, ასევე ქართული ფრესკის, სპარსული მინიატურებისა და აღმოსავლური დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მოტივებზე.მხატვარი არასდროს აწერდა ნამუშევარს საკუთარ სახელს და არ ეძებდა მსოფლიო აღიარებას. მიუხედავად ამისა, ჰქონდა არაერთი გამოფენა საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში.მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გერმანიაში, ფინეთში, აშშ-ში, კერძო კოლექციებში.მხატვარი 2006 წელს საქართველოში გარდაიცვალა. მხატვრის ნახატებს დიდი წარმატება აქვს აუქციონებზე Sotheby's და Christie's. 2017 წელს ქართველი მხატვრის ორი ნახატი „მფარველი ანგელოზი“ და „ირმები“ Chrictie's-ის აუქციონზე 16,25 ათას ბრიტანულ ფუნტად გაიყიდა.
საქართველო
დიდი ბრიტანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/16/272361457_0:149:950:862_1920x0_80_0_0_2a0d166310d4bbc20f1e8dd172d7e62b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, დიდი ბრიტანეთი , კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
მერაბ აბრამიშვილის ტილო Bonhams-ის აუქციონზე გაიყიდა
11:00 07.07.2023 (განახლებულია: 19:47 17.08.2023) ქართველი ფერმწერის ნამუშევრები დიდი წარმატებით სარგებლობს სხვადასხვა აუქციონებზე.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. ცნობილი ქართველი მხატვრის მერაბ აბრამიშვილის ნამუშევარი „შავი ლეოპარდი“ ლონდონის Bonhams-ის საერთაშორისო აუქციონზე 89,6 ათას ევროდ გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ აუქციონზე 47 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათგან აბრამიშვილის ტილო ყველაზე მაღალ ფასად გაიყიდა. ბრიტანული და ევროპული ხელოვნების აუქციონზე სულ წარმოდგენილი იყო მერაბ აბრამიშვილის ოთხი ნამუშევარი ევროპული კოლექციიდან.
აბრამიშვილის ნამუშევრები საერთაშორისო აუქციონებში 2014 წლიდან მონაწილეობს.
ქართველი მხატვარი მერაბ აბრამიშვილი 1957 წლის 16 მარტს საქართველოში დაიბადა. 1972-1976 წლებში ალექსანდრე ბანძელაძის სამხატვრო სტუდიაში სწავლობდა. 1981 წელს აბრამიშვილმა თბილისის სახელმწიფო ხელოვნების აკადემია დაამთავრა, 1987 წელს კი თავისი პირველი მნიშვნელოვანი ნამუშევარი „300 არაგველი“ შექმნა.
აბრამიშვილი საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი იყო (1988–2006). გამომსახველობით ხელოვნებას ასწავლიდა სოფელ მსხალდიდის სკოლაში. მხატვრის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ნამუშევრებს როგორც რელიგიურ, ისე ანიმალისტურ თემებზე, ასევე ქართული ფრესკის, სპარსული მინიატურებისა და აღმოსავლური დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების მოტივებზე.
მხატვარი არასდროს აწერდა ნამუშევარს საკუთარ სახელს და არ ეძებდა მსოფლიო აღიარებას. მიუხედავად ამისა, ჰქონდა არაერთი გამოფენა საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში.
მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გერმანიაში, ფინეთში, აშშ-ში, კერძო კოლექციებში.
მხატვარი 2006 წელს საქართველოში გარდაიცვალა.
მხატვრის ნახატებს დიდი წარმატება აქვს აუქციონებზე Sotheby's და Christie's. 2017 წელს ქართველი მხატვრის ორი ნახატი „მფარველი ანგელოზი“ და „ირმები“ Chrictie's-ის აუქციონზე 16,25 ათას ბრიტანულ ფუნტად გაიყიდა.