რუსთავში 9 წლის ბიჭის ცემისთვის მოზარდის მამინაცვლის მამა დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
პოლიციამ გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო. ამჟამად სამართალდამცველები თვითმხილველებთან გამოკითხვას ატარებენ.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. რუსთავში 9 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცი, მოზარდის მამინაცვლის მამა დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში თვითმხილველთა გამოკითხვა მიმდინარეობს.
არასრულწლოვანზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში 5 ივლისს გავრცელდა.
თვითმხილველის თქმით, მამაკაცმა ბიჭი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში არაერთი ადამიანის თვალწინ სცემა.

„9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით. ბავშვს მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით. სახლში ძალით წაიყვანეს. ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი, ესე იგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო“, – დაწერა სოციალურ ქსელში ფაქტის თვითმხილველმა რუსკა მჭედლიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის მუხლით გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ყველა ახალი ამბავი
0