ქუთაისში ჯომარდობის ბაზის მშენებლობა დასრულდა

© courtesy of Imereti sideქუთაისში ჯომარდობის ბაზის მშენებლობა დასრულდა
ქუთაისში ჯომარდობის ბაზის მშენებლობა დასრულდა - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2023
გამოწერა
მდინარე რიონზე ჯომარდობა პოპულარული სპორტის სახეობაა როგორც ქუთაისის მოსახლეობისთვის, ისე უცხოელი ტურისტებისთვის.
თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ქუთაისში ჯომარდობის ბაზის მშენებლობა დასრულდა, რისთვისაც დაახლოებით 1,9 მლნ ლარი დაიხარჯა, იუწყება იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ჯომარდობის ბაზის მშენებლობა საქართველოს საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.
„ქუთაისს აქვს ჯომარდობის კარგი გამოცდილება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. ექსტრემალური სპორტის ამ სახეობის განვითარებაში ხელს გვიწყობს მდინარე რიონის ის მონაკვეთიც, რომელიც ჩვენს ქალაქშია და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სვლაგეზად ითვლება ჯომარდობის მოყვარულებში. ეს პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ქუთაისს ტურისტული თვალსაზრისით", – განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ.
ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში ლესელიძის ქუჩაზე მოეწყო გამშვები ბაზა, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე – პუნქტი ფინიშისთვის.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტო რეგიონში – კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთი. პროგრამის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და მათთან წვდომის გაზრდა, სიღარიბის შემცირება და, საბოლოო ჯამში, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის თანდათანობით აღმოფხვრა თბილისსა და საპილოტო რეგიონებს შორის.
საპილოტო რეგიონების პროგრამა შეიქმნა ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით და მისი ზოგადი ხედვა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს.
პროგრამის ფარგლებში იმერეთის რეგიონში დაფინანსდა და განხორციელდა 69,7 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები.
პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა.
ყველა ახალი ამბავი
0